in ,

ისევ ლევანდოვსკის რეკორდები… ბუნდესლიგა ფაქტებში (24-ე ტური)

„ბაიერნს“ ზედიზედ 5 მოგება აქვს დორტმუნდის „ბორუსიასთან“.

„ბორუსიამ“ შეწყვიტა 5-მატჩიანი წაუგებელი სერია.

„დორტმუნდმა“ მიუნხენში ზედიზედ მეშვიდედ წააგო.

ლევანდოვსკიმ მე-12 ჰეთ-თრიქი შეასრულა გერმანიის ჩემპიონატში და ამ მაჩვენებლით გაუტოლდა კლაუს ფიშერს და მარიო გომესს. ყველაზე მეტი ჰეთ-თრიქი ბუნდესლიგაში „ბაიერნის“ ლეგენდას გერდ მიულერს აქვს შესრულებული – 32.

ლევანდოვსკის 20 გოლი აქვს „ბორუსიასთან“ ჩატარებულ 14 მატჩში. ამაზე მეტი არცერთ სხვა ფეხბურთელს არ გაუტანია.

ლევანდოვსკიმ 24 ტურში 31 გოლი გაიტანა, რაც ბუნდესლიგის რეკორდია.

მანუელ ნოიერმა 422-ე მატჩი ჩაატარა „ბაიერნში“, ის რუმენიგეს დაეწია. რეკორდსმენი მაიერია – 661 თამაში.

ჰაალანდმა „ბორუსიაში“ 45 გოლი გაიტანა 46 მატჩში. მან 29 გოლი გაიტანა ამ სეზონის 28 შეხვედრაში.

ჰაალანდს ბუნდესლიგაში 34 მატჩში 32 გოლი დაუგროვდა. მხოლოდ უვე ზეელერმა გაიტანა უფრო სწრაფად 32 გოლი – 33 მატჩში.

ზეწოლას ვეღარ გაუძლეს: ლევანდოვსკის 3 და ჰაალანდის 2 – ბაიერნმა დორტმუნდი ბოლოს მაინც გატეხა

გლადბახის „ბორუსიამ“ 2015 წლის სექტემბრის შემდეგ, პირველად წააგო შინ ზედიზედ 3 მატჩი.

გლადბახის „ბორუსიამ“ შარშანდელი სეზონის პირველი ტურის შემდეგ პირველად ვერ გაიტანა გოლი საშინაო მატჩში.

„ჰოფენჰაიმის“ 38 გოლიდან 18-ში კრამარიჩმა მიიღო მონაწილეობა – 14 გოლი და 4 პასი.

მე-3 ადგილზე მყოფმა „ვოლფსბურგმა“ ამ სეზონში სამივე მატჩი წააგო სტუმრად.

„ლაიპციგს“ 6-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

„აინტრახტი“ ამ სეზონში საკუთარ მოედანზე არ აგებს.

ბაიერნმა მოგება გაიხსენა, ოთხეულისთვის ოთხნი იბრძვიან (23-ე ტური)

ბუნდესლიგა – 24-ე ტური

პარასკევი, 5 მარტი
შალკე – მაინცი 0:0

შაბათი, 6 მარტი
გლადბახი – ლევერკუზენი 0:1
ჰოფენჰაიმი – ვოლფსბურგი 2:1
ფრაიბურგი – ლაიპციგი 0:3
აინტრახტი – შტუტგარტი 1:1
ჰერტა – აუგსბურგი 2:1
ბაიერნი – დორტმუნდი 4:2

კვირა, 7 მარტი
კიოლნი – ვერდერი 1:1
არმინია – უნიონი 0:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მთავარი ატლეტიკო-რეალის მატჩზე

კაცი, რომელიც გვარდიოლას ჯობს – პრემიერლიგა ფაქტებში (27-ე ტური)