in ,

ბაიერნმა მოგება გაიხსენა, ოთხეულისთვის ოთხნი იბრძვიან (23-ე ტური)

ორი მოუგებელი თამაშის შემდეგ “ბაიერნმა” მოგება გაიხსენა, რაც გასაკვირი სულაც არ არის. ოთხეულისთვის მებრძოლი გუნდიდან 4-მა მოიგო, ხოლო 2-ს ფეხი დაუცდა. მოკლედ, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის აქ ბრძოლა ბოლომდე იქნება. თუმცა “ბაიერნს” და “ლაიპციგს” სხვა გეგმები აქვთ და დანარჩენი ორი საგზურისთვის კი ამჟამად “ვოლფსბურგი”, “აინტრახტი”, “დორტმუნდი” და “ლევერკუზენი” იბრძვიან. იმედია “ლაიპციგიც” შეძლებს “ბაიერნს” საჩემპიონოდ კუდში ბოლომდე სდიოს. აი ტრადიციული გუნდის “შალკეს” საქმე კი უკვე წყალმა წაიღო.

ბაიერნმა კონკურენტები გაახარა: რურის დერბი დორტმუნდისაა (22-ე ტური)

“ბაიერნმა” 23 ტურში 32 გოლი გაუშვა – ასეთი ცუდი დაცვა მიუნხენურ კლუბს ბოლო 29 წელია არ ჰქონია.

“ბაიერნი” შინ 21 მატჩია არ მარცხდება.

ლევანდოვსკიმ 2021 წელს 14 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მას 28 გოლი აქვს ბუნდესლიგის სეზონში.

ჩუპო-მოტინგმა ბუნდესლიგაში “ბაიერნის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა. ეს მისი მეხუთე კლუბია გერმანიის ჩემპიონატში, რომლის რიგებშიც გოლი გაუტანია – მანამდე იყო “ჰამბურგი”, “ნიურნბერგი”, “მაინცი” და “შალკე”. ეს კამერუნელის პირველი გოლი იყო ბუნდესლიგაში 2016 წლის 27 ნოემბერის შემდეგ.

„შალკე“ 9 მატჩია ვერ იგებს და ბოლო ადგილზეა. მეშახტეებს 9 ქულა აქვთ 23 მატჩში და 61 გოლი გაშვებული.

„შალკემ“ მთავარი მწვრთნელი გროსი და სპორტული დირექტორი გააგდო.

სანჩოს ბუნდესლიგის 99 მატჩში 50 საგოლე პასი აქვს. პლუს მან კიდევ 36 გოლი გაიტანა.

სანჩომ ბოლო 10 მატჩში 11 გოლში მიიღო მონაწილეობა.

“დორტმუნდი” არ აგებს, როცა სანჩოს გოლი გააქვს.

“დორტმუნდმა” თავისი 47 გოლიდან 36 მეორე ტაიმში გაიტანა.

მას შემდეგ, რაც “დორტმუნდს” სათავეში ჩაუდგა ედინ ტერზიჩი, გუნდი შინ არ აგებს – 3 მოგება და 2 ფრე.

“ვოლფსბურგი” ამ სეზონში სამი გუნდიდან ერთ-ერთია, რომელსაც შინ არ წაუგია – 7 მოგება და 4 ფრე. კიდევ ორი ასეთი გუნდია – “ბაიერნი” და “აინტრახტი”.

“ლაიპციგმა” ზედიზედ მეხუთედ მოიგო.

“ლაიპციგს” საუკეთესო შედეგი აქვს საკუთარ მოედანზე – 10 მოგება, ერთი ფრე და ერთი წაგება.

“გლადბახის” ნახევარდაცვას ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი – 25.

“გლადბახს” ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

შეწყდა “გლადახის” ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია სტუმრად.

კრუზეს ბუნდესლიგაში 19-დან 18 პენალტი აქვს გატანილი. იმ ერთადერთი გაფუჭებული პენალტის შემდეგ, ფორვარდმა დამატებაზე გაიტანა.

230-ე წუთზე შეწყდა ლორის კარიუსის “მშრალი” სერია.

“ფრაიბურგმა” ბოლო რვა მატჩში პირველად მოუგო “ლევერკუზენს”.

“ლევერკუზენს” ბოლო ექვს მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.

ანდრე სილვამ ბუნდესლიგის ბოლო ხუთ მატჩში შვიდჯერ გაიტანა.

ჰაალანდს ბოლოსკენ გააქვს, ვოლფსბურგი ყოჩაღი გახდა – ბუნდესლიგა ფაქტებში (21-ე ტური)

23-ე ტური

ვერდერი – აინტრახტი 2:1
ბაიერნი – კიოლნი 5:1
დორტმუნდი – არმინია 3:0
ვოლფსბურგი – ჰერტა 2:0
შტუტგარტი – შალკე 5:1
ლაიპციგი – გლადბახი 3:2
უნიონი – ჰოფენჰაიმი 1:1
მაინცი – აუგსბურგი 0:1
ლევერკუზენი – ფრაიბურგი 1:2

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არგენტინის ნაკრების ყოფილ მეკარეს კაცი შემოაკვდა

მილანს ნუ ჩამოვწერთ, იუვენტუსს?.. (24-ე ტური)