in

ირაკლი აბუსერიძე: ტყემალაძე აირჩია პოლიციამ და არა მორაგბეებმა – ბრძოლა ახლა იწყება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი (85 მატჩი ეროვნულ ნაკრებში) და რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, რომლის პრეზიდენტობაც საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. აბუსერიძე აღნიშნავს, რომ იოსებ ტყემალაძე ძალოვანმა სტრუქტურებმა აირჩიეს და არა სარაგბო თემმა.

“იოსებ, ფიქრობ, რომ რაგბი წაიღე?! ჯიბეში ჩაიდე?! გპირდები, რომ მხოლოდ მცირე გაუგებრობად დარჩები ისტორიას! 10 მარტს, იოსებ ტყემალაძე აირჩია პოლიციამ, სპეცრაზმმა და სხვა ვიწრო ინტერესების ხალხმა. პოლიცია და სპეცრაზმი იდგა მორაგბეებს და ტყემალაძეს შორის! მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს ვინც იმ დღეს, რაგბის დასაცავად და უსამართლობის გასაპროტესტებლად მოვიდა. ეს მხოლოდ ერთი წაგებული მატჩია! გპირდებით, რაგბს დავიბრუნებთ!ბრძოლა ეხლა იწყება” – ამბობს ირაკლი აბუსერიძე.

კარის აჭედვა და კლუბების გაფიცვა: რა მოყვება არჩევნებს – ვეტერანი მორაგბეები დანებებას არ აპირებენ

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს: ვნებები ჩაცხრება და საქმეზე გადავალთ

ამ უსამართლობას არ შევეგუებით: რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე დაპირისპირებაა

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0