in

თურქებმა მონტენეგროს ბოლო წამებზე მოუგეს

ევრობასკეტ 2022-ზე თბილისური ჯგუფის მეორე შეხვედრა თურქეთსა და მონტენეგროს შორის გაიმართა. წინა მატჩისგან განსხვავებით, რომელიც ესპანეთმა ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ძალიან მარტივად მოიგო, ეს მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, შეხვედრა დასაწყისიდანვე ქულა-ქულაში მიდიოდა და ბოლომდე ასე გაგრძელდა.

თურქეთის ნაკრების რიგებში საოცარი მატჩი ჰქონდა შეინ ლარკინს.

საბოლოოდ, დრამატული შეხვედრა თურქების გამარჯვებით 72:68 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა შეინ ლარკინმა Sport4me-სთვის ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა.

“რთული შეხვედრა გამოვიდა. რა თქმა უნდა, ველოდით ასეთ მატჩს და ალბათ სხვა მატჩებიც ასეთი რთული იქნება. ეს ევრობასკეტია და ქვეყნების საუკეთესო კალათბურთელები თამაშობენ.”- შეინ ლარკინი

ჯგუფის პირველ შეხვედრაში ესპანეთმა ბულგარეთი გაანადგურა.

ევრობასკეტი ესპანეთის მოგებით თბილისში დაიწყო – სავსე საქართველო პრობლემა არ იქნება

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენი დროშა და ქვეყანა ყველას გვაერთიანებს: შოთა არველაძე

საქართველო ბოლოს გამოცოცხლდა, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია: ბელგიამ დამატებით დროში მოგვიგო