in

ევრობასკეტი ესპანეთის მოგებით თბილისში დაიწყო – სავსე საქართველო პრობლემა არ იქნება

ევრობასკეტი 2022 თბილისში დაიწყო. თბილისური ჯგუფის და ზოგადად ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდა. ესპანელთა რიგებში ითამაშა რუდი ფერნანდესმა, რომლისთვისაც ეს რიგით მეშვიდე ევრობასკეტია.

პირველი ქულების ავტორი ბულგარელთა ნაკრების წევრი ემილ სტოილოვია. მატჩი თავიდანვე ესპანელთა დიდი უპირატესობით წარიმართა, ისინი სოლიდური უპირატესობით გაექცნენ მეტოქეს. პირველი ტაიმი სერჯეიო სკარიოლოს გუნდმა 57:35 მოიგო. პირველ ორ მეოთხედში ესპანელთაგან საუკეთესო ბრაუ ლორენცო დონტესი იყო, რომელმაც 10 ქულა ჩააგდო. ბულგარელების რიგებში კი 11-11 ქულით ჩავდარ კოსტოვი და ალექსანდერ ვეზენკოვი გამორჩნენ.

მატჩის სცენარი არც მესამე პერიოდში შეცვლილა. ესპანელებმა 28:2 გაქცევა გააკეთეს და ბულგარელებს, ისედაც ძალიან მცირე შანსი, საერთოდ მოუსპეს.

საბოლოოდ, 114:87 და მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ევრობასკეტი ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. მოგეხსენებათ, ესპანეთის მომდევნო მეტოქე, 3 სექტემებრს საქართველოა.

როზენ სვეცკოვ ბარჩოვსკი (ბულგარეთის მთავარი მწვრთნელი)

“თამაშით კმაყოფილი არ ვარ. სერიოზული პრობლემები გვქონდა დაცვაში. ბევრი ბურთი მოგვიხსნეს ფარზე, ჩვენ კი ვერაფერი დავუპირისპირეთ. მეორე ტაიმი პირველზე შედარებით უკეთესი იყო, მაგრამ მთლიანობაში მეტოქემ ყველა სათამაშო კომპონენტში გვაჯობა და ესპანეთის მიმართ პატივისცემას გამოვხატავ. “

ალექსანდერ ვეზენკოვი (ბულგარეთის ნაკრების ლიდერი)

“ესპანეთი საწყისი წუთებიდანვე დომინანტი იყო. გვაჯობეს ფარქვეშ, პერიმეტრიდან, საკუთარ ფარზე ბევრი ბურთი მოგვიხსნეს და მეტოქეს ბევრი მეორე შანსი მივეცით. ესპანეთი უძლიერესი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. ეს მატჩი მალე უნდა დავივიწყოთ და შემდეგისთვის მოვემზადოთ”.

სერჯიო სკარიოლო (ესპანეთის მთავარი მწვრთნელი)

“თამაშით კმაყოფილი ვარ. კარგია, რომ ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ, მაგრამ გარკვეულ მომენტებში ცოტა აგრესია დაგვაკლდა. შემდეგი მატჩებისთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაცვაში მეტად აგრესიულები და ყურადღებით უნდა ვიყოთ.
დღეს დარბაზი ცარიელი იყო. ვიცი საქართველოსთან მატჩში სავსე იქნება და ქართველებს საოცარი გულშემატკივრობა ექნებათ, თუმცა ეს ჩვენთვის პრობლემა არ არის. სავსე დარბაზში თამაში ყოველთვის უფრო სასიამოვნოა”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

FIFA 23-ის ახალი რეიტინგები: 5 კაცს მაქსიმუმი აქვს – ინფორმაციამ გაჟონა

ჩვენი დროშა და ქვეყანა ყველას გვაერთიანებს: შოთა არველაძე