in

თბილისში მონტენეგრო ლიდერის გარეშე ჩამოვა: რა გუნდი ეყოლება ჩვენს მეტოქეს ევრობასკეტზე

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ერთ-ერთმა მეტოქემ, მონტენეგრომ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც არ არის ყველაზე ცნობილი და ძლიერი მოთამაშე, ნიკოლა ვუჩევიჩი. მონტენეგროელებს ასევე აკლიათ ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც პერსპექტიულ და იმედისმომცემ კალათბურთელად მიიჩნევა.

მონტენეგროს თბილისში თამაში მთავარი ვარსკვლავის ნიკოლა ვუჩევიჩის გარეშე მოუწევს, რომელიც NBA-ში „ჩიკაგო ბულსის“ ღირსებას იცავს. გასულ სეზონში მან 73-ვე მატჩი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და საშუალოდ 17.6 ქულა, 11.5 მოხსნა და 3.2 პასი ჰქონდა.

მეტოქისთვის დიდი დანაკლისია 18 წლის ტალანტის ფედორ ზუგიჩის არყოფნაც, რომელიც მცირე ხნის წინ დასრულებული 20-წლამდელთა ევროპირველობის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. მას ტურნირზე საშუალოდ 18.0 ქულა, 3.1 მოხსნა და 3.0 პასი ჰქონდა და გუნდს ბრინჯაოს მედლების მოპოვებაში დაეხმარა.

მონტენეგროელთა მთავარმა მწვრთნელმა, ბოშკო რადოვიჩმა ზუგიჩი თავიდან 21-კაციან შემადგენლობაში შეიყვანა და მისი დიდი იმედიც ჰქონდა, თუმცა, როგორც გაირკვა, ახალგაზრდა მცველს რამდენიმე ტრავმა აწუხებს და სარეაბილიტაციო კურსს გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაივლის. რადოვიჩის თქმით, ის ერთი ტურნირის გამო, ახალგაზრდა ვარსკვლავის ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებას არ აპირებს.

ასეთი დანაკლისის მიუხედავად, მონტენეგროს ეროვნული გუნდი თბილისში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ჩამოვა. მეტოქე კალათბურთელებიდან უნდა გამოვარჩიოთ დინო რადონჩიჩი (სარაგოსა, ესპანეთი), ნემანია რადოვიჩი (მურსია, ესპანეთი), ბოიან დუბლევიჩი (ვალენსია, ესპანეთი), მარკო სიმონოვიჩი (ჩიკაგო, NBA), მარკო ტოდოროვიჩი (ბეიჯინგი, ჩინეთი) და ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი კენდრიკ პერი, რომელმაც ამ ზაფხულს კონტრაქტი მალაგის უნიხასთან გააფორმა.

მონტენეგროს საკალათბურთო ნაკრები მზადების ძირითად ეტაპს ქალაქ ბარში გაივლის და ცხადია, ამხანაგური მატჩებიც ექნება. 4-5 აგვისტოს რადოვიჩის გუნდი სლოვენიაში მასპინძლებსა და ნიდერლანდელებს ეთამაშება, 13-ში სტუმრად სერბეთთან მატჩია, 16-ში კი, ხსენებულ ბარს ჩრდილოეთ მაკედონია ესტუმრება.

ევრობასკეტზე მონტენეგრო ჩვენს ჯგუფშია, საქართველოს მასთან შეხვედრა ჯგუფის დასკვნით, ბოლო ტურში, 7 სექტემბერს უწევს.

დაიწყო: ევრობასკეტის ბილეთების ყიდვა უკვე შეგიძლიათ!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავითაშვილი და აზაროვი მართლა მიდიან: ბათუმი ამ ფულით ლეგიონერებს ჩამოიყვანს

ოქრიაშვილმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა: თორნიკე კორეადან მოაბრუნეს