in

საქართველომ თურქეთი აირჩია: ევრობასკეტზე ჩვენს ჯგუფში მეზობლები იქნებიან

ევროპის მომავალ საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფის მეორე წევრი ცნობილია. ეს გახლავთ თურქეთის ნაკრები, რომელიც 2022 წლის სექტემბერში თბილისში გასამართ ჯგუფში საქართველოსთან ერთად იასპარეზებს. ეს ამბავი ოფიციალურად დღეს, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ფიბა-მ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების – საქართველოსა და იტალიის არჩევანი, რომლებმაც შესაბამისად თურქეთი და ესტონეთი აირჩიეს.

პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვაა, ასევე შესაძლებელია, მასპინძელმა მომავალი მეტოქე სიძლიერის მიხედვით შეარჩიოს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2022-ს 4 ქვეყანა – გერმანია, საქართველო, იტალია და ჩეხეთი მასპინძლობენ. გერმანიამ და ჩეხეთმა არჩევანი წინა თვეში გააკეთეს. პირველმა ლიეტუვა აირჩია, ხოლო ჩეხებმა პარტნიორად პოლონეთი დაასახელეს. დღეს საკალათბურთო სამყარომ საქართველოსა და იტალიის არჩევანია შესახებაც შეიტყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი ჩემპიონატისთვის თითო ჯგუფის 2-2 წევრი უკვე ცნობილია.

This image has an empty alt attribute; its file name is Eurobasket-2022-partners-poster.jpg

პაატა გურასპაული, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:

“თურქეთი ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა, რომელიც სპორტში და განსაკუთრებით კალათბურთში საკმაოდ მაღალ დონეზეა და ამ ქვეყნის ნაკრების თბილისში ხილვა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იქნება.

იმასთან ერთად, რომ ნაკრები საკმაოდ ძლიერი კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული და მაღალი საკალათბურთო შედეგები გააჩნია, თურქეთს სპორტის ნებისმიერ სახეობაში ძალიან მხურვალე და მოწესრიგებული გულშემატკივრები ჰყავს, რომლებიც თბილისში, ევრობასკეტ 2022-ის მატჩების მსვლელობას ახალაშენებულ ჩინებულ დარბაზში კიდევ უფრო გაალამაზებენ.

აღსანიშნავია, რომ თურქეთს საქართველოში საკმაოდ დიდი დიასპორა ჰყავს და ამასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში საქმიანი მიზეზით ძალიან ბევრი თურქეთის მოქალაქე იმყოფება. შესაბამისად, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი პარტნიორული შეთანხმება წარმატებული იქნება და თბილისში გამართულ ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს მაყურებელი არ მოაკლდება, რაც ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

ეს პრეცედენტი კარგი მაგალითი იქნება საიმისოდ, რომ თურქეთის კალათბურთის ფედერაციასთან მომავალში მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ”.

საქართველოს არჩევანის შესახებ კომენტარი გააკეთა თურქეთის კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ემინ ბალჩმა:

“ჩვენ კმაყოფილები ვართ საქართველოსთან პარტნიორობის დამყარებით, რომელიც ევრობასკეტ 2022-ის ერთ-ერთი მასპინძელი და ჩვენი ახლო მეზობელი ქვეყანაა. ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ახლოს და ინტენსიურად ვიგრძნობთ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია თბილისში ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული შედეგის მოპოვება”.

ევრობასკეტ 2022-ის თითო ჯგუფის 2-2 წევრი ცნობილია, ხოლო დანარჩენს ევრობასკეტის კენჭისყრა გაარკვევს, რომელიც 29 აპრილს, ბერლინში გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეაში სადებიუტო გოლი გაიტანა

ბასილაშვილმა 5 მატჩ-პოინტი მოიგერია და მძიმე შეხვედრა მოიგო