in ,

ზიდანს პრობლემები აქვს: მადრიდელთა “ლაზარეთი” იზრდება

გარდა იმისა, რომ მადრიდის “რეალი” მიმდინარე სეზონში არა დამაჯერებლად გამოიყურება და ვერ აჩვენებს “სამეფო კლუბისთვის” დამახასიათებელ თამაშს, დიდი პრობლემები აქვს. მადრიდელებს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაემტვრათ, რაც წლევანდელ სეზონში “ბლანკოსის” შანსებს ძალიან ამცირებს.

მადრიდელთა კაპიტანმა სერხიო რამოსმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა და თავის გუნდს, მინიმუმ, 6-7 კვირა ვერ დაეხმარება. კაპიტანის გარდა, “რეალის” “ლაზარეთს” ედენ აზარი, როდრიგო გოეში, დანიელ კარვახალი, ფედერიკო ვალვერდე, ედელ მილეტაო, ალვარო ოდრიოზოლა შეუერთდნენ. ასევე, მცირე ტრავმა აწუხებთ ტონი კროოსსა და მარკო ასენსიოს.

მადრიდელღთა ტრავმიანობას თუ გავითვალისწინებთ, არაა გამორცხული ზიზუმ “ხეტაფესთან” მატჩში 18-კაციანი განაცხადის შევსებაც ვერ მოახერხოს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ “მადრიდის რეალს” 17 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი აქვს სათამაშო, რომელშიც “ალფრედო დი სტეფანოზე” ბერგამოს “ატალანტას” დაუპირისპირდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დე იონგის 100%: ფენომენალური მატჩი “ბენიტო ვილამარიზე”

ნახე, ჩემპიონი ჩამოვარდა: სიტი რეკორდზე მიდის – პრემიერლიგა ფაქტებში