in ,

ვილი სანიოლი: ეს თამაში რომ წაგვეგო, უსამართლობა იქნებოდა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საბერძნეთთან ნათამაშები ფრის შემდეგ (1:1), საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეხვედრა შეაფასა.

პირველი ქულა: საქართველოს საბერძნეთიდან ქულა და იმედი მოაქვს

“საბედნიეროდ, გაშვებული გოლის შემდეგ მალევე მოვახერხეთ წონასწორობის აღდგენა. ბოლო 20 წუთი თამაშს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით. შვედეთთან და ესპანეთთან უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე დღეს, მაგრამ ქულა დღეს ავიღეთ, წინა მატჩებში კი, იღბალმა ზურგვი გვაქცია. საბერძნეთთან ამ მატჩის წაგება დიდი უსამართლობა იქნებოდა.

ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და დარწმუნებული ვარ სამომავლოდ უფრო კარგად ითამაშებენ. შესაბამისად, შედეგებიც უკეთესი იქნება”, – ამბობს ვილი სანიოლი.

კვარაცხელია ისევ საუკეთესოა: ქართველი ფეხბურთელების შეფასებები საბერძნეთთან

სამი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 1 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შევხედრას ქართველები 2 სექტემბერს კოსოვოსთან ჩაატარებენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბერძნეთის მწვრთნელი: შედეგით კმაყოფილი არ ვარ

კვარაშოუ მუნდიალის შესარჩევში: ხვიჩას ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი აქვს