Crystalbet ეროვნულ ლიგაში პირველი წრე ბათუმის “დინამოს” ლიდერობით დასრულდა. წინა ტურის მატჩში ბათუმელებმა ჯოვინო ფლამარიონისა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლებით “ტორპედო” 3:0 დაამარცხეს.
მომდევნო მატჩს აჭარლები 29 აპრილს ბოლნისში “სიონის” წინააღმდეგ ჩაატარებენ. მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ერთმანეთს “კრივში” ეჯიბრებიან. სახალისო ვარჯიშის ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად ზურიკო დავითაშვილი ავრცელებს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings