in

ვიდეო: გვაპატიე, ლეო – ფანებმა მესი წყობიდან გამოიყვანეს

„ბარსას“ ფანებმა ლიონელ მესი ვარჯიშის დასრულების შემდეგ გადაიღეს, რითაც კაპიტანი ძალიან გააბრაზეს. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც გაღიზიანებული მესი ფანებს ფოტოებისა და ვიდეოს გადაღების გამო ეჩხუბება.

„რატომ აგრძელებთ ერთი და იმავე რამის გადაღებას, როცა ეს უკვე ბევრჯერ გაქვთ გაკეთებული? თქვენი აზრით, ეს ნორმალურია? საკმარისია, გეყოფათ!” – მიმართა მესიმ გულშემატკივრებს.

„ბარსას“ ლეგენდის სიტყვებმა ფანები ძალიან შეაწუხა და პასუხად მათ ერთხმად შესძახეს: – „გვაპატიე, ლეო!“.

https://twitter.com/MessiMX10i/status/1370863637708038146

შეგახსენებთ, რომ მესის კონტრაქტს „ბარსაში“ ვადა 2020/21 წლის სეზონის ბოლოს გასდის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პელემ რონალდოს რეკორდი აღიარა და მიულოცა კიდეც

ასე წინ ვერ წავალთ, სამარცხვინოა, რაც ხდება – ლევან კორღალიძე წასვლაზე დაფიქრდა