გოგა ბითაძის ყველაზე შედეგიანი მატჩი ორლანდო მეჯიქში. მას შემდეგ, რაც 3 თებერვალს ორლანდოში პირველად ითამაშა, ქართველ ცენტრს ყველაზე მეტი- 12 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მემფისთან მატჩში ბითაძემ 13 წუთში 13 ქულა მიითვალა.
შეხვედრა მემფისში ჩატარდა და ორლანდომ გრიზლისთან 108:130 წააგო. ქართველი ცენტრი მესამე პერიოდში გამოჩნდა მოედანზე და აღნიშნულ პერიოდში მოედანზე გატარებულ 4:57 წუთში 11 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. მოედანზე გატარებული ზეშედეგიანი 5 წუთის შემდეგ, ბოლო პერიოდში გოგამ დაფარებების ოსტატობა გამოიჩინა და მოედანზე გატარებულ 8:19 წუთში 3 დაფარება მიითვალა.
ჯამში ბითაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 13:16 წუთი, 13 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება, 1 პასი და 1 ჩაჭრა. ის ერთხელ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს. ორლანდოს ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ერთი სიტყვით, ბითაძე ძალიან შედეგიანი იყო და სარგებლიანობის კოეფიციენტით ორლანდოელთაგან აერთ-ერთი საუკეთესო იყო.
საუკეთესო შედეგი პაოლო ბონკერომ დააფიქსირა – 24 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი 29 წუთში. ფრენც ვაგნერმა 32 წუთში 25 ქულა მოაგროვა. მემფისში არ უთამაშია გუნდის ლიდერ ჯა მორანტს, ხოლო საუკეთესო 31 ქულით დესმონდ ბეინი გახდა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ორლანდოს 32 მოგება და 44 მარცხი აქვს. პლეი ინის ზონის ბოლო გუნდს, მე-10-ზე მყოფ ჩიკაგოს კი 36 მოგება და 39 მარცხი. დარჩენილ 6 მატჩში ამ სხვაობის აღმოფხვრა ფაქტობრივად შეუძლებელია და სავარაუდოდ, ორლანდო რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ ნბა-ში სეზონს დაასრულებს.
GIPHY App Key not set. Please check settings