in

ამას არ ველოდით: შოტლანდიამ ესპანეთი დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში ჩვენმა ჯგუფელებმაც ითამაშეს – შოტლანდიამ ესპანეთი მიიღო და 2:0 მოუგო.

კვიპროსთან წინა მატჩის მსგავსად დუბლი შეასრულა „მანჩესტერის“ ნახევარმცველმა მაკტომინიმ და A ჯგუფში 6 ქულით თავისი გუნდი გაალიდერა.

ესპანეთმა დიდი ვერაფერი შემოგვთავაზა და აჩვენა, რომ თამაში მასთანაც შეიძლება და გარანტირებული არაფერი აქვს.

17 ივნისს შოტლანდია სტუმრად ნორვეგიას შეხვდება, ხოლო ესპანეთი
8 სექტემბერს საქართველოში ჩამოვა.

ესპანეთის ნაკრები ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე 2014 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა – აქამდე 17 მატჩი ჰქონდა მოგებული და 2 ფრედ დასრულებული.

28 მარტი. გლაზგო. „ჰემპდენ პარკი“
შოტლანდია – ესპანეთი 2:0
გოლები: 1:0 მაკტომინი (7), 2:0 მაკტომინი (51)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ბითაძის 13 ქულა 13 წუთში

თოკო მაკაბის ფანებს ეჩხუბა: ვირტუსმა ევროლიგაზე წააგო