in ,

ვალენსიას 7 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა: ღამურები ოსასუნასთან დამარცხდნენ

გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩს არცთუ კარგ განწყობაზე ხვდება. ლა ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში ხოსე ბორდალასის გუნდი სატურნირო ცხრილში მეზობელ “ოსასუნას” დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

არც “ვალენსიას” და არც “ოსასუნას” ევროსარბირლისთვის ბრძოლის შანსი არ აქვთ და სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით გუნდებს მოტივაცია მაინცდამაინც არ აქვთ. ეს ყველაფერი მატჩსაც დაეტყო და გულშემატკივარმა მაინცდამაინც სანახაობრივი თამაში ვერ იხილა.

“ვალენსიასგან” პირველ ტაიმში ერთი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი დიმიტრი ფულკიეს ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული სერხიო ერერამ მოიგერია. ერთ ეპიზოდში კი, ბრაიან ხილის წაქცევისთვის ვალენსიელები პენალტს ნიშნავდნენ და არცთუ უსაფუძვლოდ, მაგრამ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მომენტი გაატარა. პირველ ტაიმში “ოსასუნას” ფეხბურთელებს მამარდაშვილის კარში ზუსტად არ დაურტყამთ.

მატჩში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის სტარტზე გავიდა. დიმიტრი ფულკიეს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა. 11-მეტრიანი ჩიმი ავილამ ბრწყინვალედ შეასრულა. მართალია, მამარდაშვილმა კუთხე გამოიცნო, მაგრამ დარტყმა უძლიერესი იყო და გიორგიმ მისი აღება ვერ მოახერხა.

მალე, უგო გილემონმა გაიტანა, მაგრამ ვიდეო რეფერმა დაადგინა, რომ “ვალენსიას” შემტევს ბურთი ხელზე მოხვდა და გოლი გაუქმდა.

74-ე წუთზე ანტე ბუდიმარმა თავისი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. ხორვატმა თავდამსხმელმა ქართველ მეკარეს აუღებელი დაურტყა. “ოსასუნამ” კარში ზუსტად ორჯერ დაარტყა და ორივრ გაიტანა.

მატჩის 82-ე წუთზე პენალტი ამჯერად “ოსასუნას” კარის მიმართულებით დანიშნა და კარლოს სოლერმა მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი გაიტანა.

საბოლოოდ 1:2 “ოსასუნას” სასარგებლოდ და “ღამურების” 7 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. გიორგი მამარდაშვილმა აღნიშნული მატჩი 1 სეივით დაასრულა.

ამ გამარჯვებით “ოსასუნას” 44 ქულა დაუგროვდა, “ვალენსიას” გადაასწრო და მერვე ადგილამდე აღზევდა.

“ვალენსია” მომდევნო შეხვედრას უნაი ემერის “ვილეარეალის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ბუდუს საოცარი გოლი -ზივზივაძის დუბლი და ბერიძის გოლი

შენგელიამ 12 ქულა ჩააგდო, ვირტუსმა ისევ მოიგო