in ,

ვაკოს ბრწყინვალე გოლი: ულსანი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალშია

“ულსან ჰიუნდაიმ” აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში სამხრეთკორეული “იეონბუკი” დამატებით დროში 3:2 დაამარცხა და ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას აგრძელებს. მოგეხსენებათ, “ულსანი” ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია.

ვაკო ყაზაიშვილმა ამ შეხვედრაში 109-ე წუთამდე ითამაშა და გოლი გაიტანა. მე-13 წუთზე ქართველმა შემტევმა ბრწყინვალედ ითამაშა, რამდენიმე მცველის გარემოცვაში დასარტყმელი სივრცე მოძებნა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ყაზაიშვილის გოლით “ულსანი” დაწინაურდა, მაგრამ ძირითად დროში ვერ მოიგო, რადგან 90 წუთში გუნდებმა 2:2 გოლი გაცვალეს.

დამატებით დროში ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მესამეც შეაგდო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც კიდევ ერთ სამხრეთკორეულ გუნდს – “პოჰანგს” დაუპირისპირდება. მეორე წყვილში ერთმანეთს საუდის არაბეთის გუნდები “ალ-ნასრი” და “ალ-ჰილალი” შეხვდებიან.

ვაკო ყაზაიშვილს წარმატებული სეზონი აქვს და ყველა ტურნირზე ერთად აღებული 35 თამაშში 12 გოლი მოუგროვდა – 28 მატჩში 8 გოლი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში და 7 შეხვედრაში 4 გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ასეთებიც ხდება: ბარსელონამ თამაში მოიგო – IX ტური

ბასილაშვილმა ფინალში გასვლით სოლიდური თანხა გამოიმუშავა