in

ევროპის სუპერთასზე ამერიკული გუნდი ითამაშებს: უეფა ახალ ტურნირზე ფიქრობს

უეფას სურს ევროთასების გამარჯვებული და MLS-ის გუნდების მონაწილეობით ტურნირი შექმნას.

ამ გათამაშებამ ევროპის სუპერთასი უნდა შეცვალოს, რომელსაც მოგეხსენებათ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულები სეზონის სტარტის წინ თამაშობენ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი ტურნირის შექმნასთან დაკავშირებით.

სავარუდოდ ახალ ტურნირზე 4 გუნდი იქნება – სამი ევროტურნირის მოგებული და პლუს MLS-ის ჩემპიონი.
უეფა ამერიკულ ბაზარს ძალიან პერსპექტიულად მიიჩნევს.

მანამდე ითქვა, რომ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ზოგიერთი მატჩი ევროპის მიღმა ჩაატარონ – ჩინეთში, აშშ-ში ან ახლო აღმოსავლეთში. ამ იდეას პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი უჭერ მხარს.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0