in ,

უეფა ამერიკაში ოთხთა ფინალს გეგმავს

უეფას სურს „ოთხთა ფინალის“ ფორმატის ახალი ტურნირი შექმნას.

ტურნირის ჩატარება დაგეგმილია 2024 წლის ზაფხულში, შემდეგ კი მისი ყოველწლიურად ქცევა სურთ – წერს L’Équipe.

შეჯიბრების სტრუქტურა ორ ნახევარფინალს, მატჩს მესამე ადგილისთვის და ფინალს გულისხმობს. შესაბამისი დოკუმენტები ტელემაუწყებლებმა უკვე მიიღეს.

ტურნირი დიდი ალბათობით აშშ-ში გაიმართება ჩემპიონთა ლიგის კიდევ უფრო მხარდასაჭერად, რომელიც 2024 წლიდან ახალი ფორმატით ჩატარდება, ასევე მეტი შემოსავლის მიღების მიზნით.

ტურნირი შესაძლოა ევროპის სუპერთასის ალტერნატივა გაახდეს, რომელიც არ არის გამორიცხული ახალი შეჯირების შემოღების გამო შეიცვალოს.

შესაძლოა, სუპერთასზე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა აღარ ითამაშოს და თასისთვის კონფერენს ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულები შეხვდნენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორდო საფრანგეთის მესამე ლიგაში დააქვეითეს

ჯორჯო კიელინი: საკუთარ ცოლზე უკეთ ბონუჩის ვიცნობ – 11-წლიანი კოლაბორაცია დასრულდა