in ,

მსოფლიომ რუსების სპორტიდან გაგდებას ხელი მოაწერა: სად არის საქართველო?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს ყველა ტიპის საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა ეკრძალებათ.

მოგეხსენებათ, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთი ყველა სპორტული ღონისძიებიდან მოკვეთეს, ისევე, როგორც ბელარუსები.

სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს იმ 37 ქვეყნის სიას, რომელთა სპორტის მინისტრები ან მთავრობის წარმომადგენლები ხელს აწერენ განცხადებას, რომლითაც რუს და ბელარუს სპორტსმენებს აეკრძალოთ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა.

ამ 37 ქვეყნის წარმომადგენელს შორის არ არის საქართველო. როგორც ჩანს, თეა წულუკიანი და საქართველოს მთავრობა სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთისგან მიჯნავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სეზონში მერვედ: ბექა გორგაძე TOP 14-ის ტურის სიმბოლურში

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსისთვის ემზადება: სავარაუდო მეტოქეები ცნობილია