in ,

ევროთასების წინ ბათუმის დინამომ და საბურთალომ განწყობა გამოიკეთეს: ხვიჩა მორჩა

გუშინ, ეროვნული ლიგის მე-18 ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა.

ჭიაბრიშვილის მქუხარე დებიუტი და ლოკომოტივის სირცხვილი: ეროვნული ლიგის მე-18 ტური

მიხეილ მესხის არენაზე ზედიზედ 5 მატჩში გაუმარჯვებელმა „საბურთალომ“ „თელავს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ხორვატმა ლეგიონერმა, მიოჩმა გაიტანა და დედაქალაქურმა გუნდმა 3 ქულა გაიფორმა.

„აჭარაბეთ არენაზე“ ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდს ივლისის დასაწყისში დატოვებს, შესაბამისად, გია გეგუჩაძე ეროვნულ ლიგაშიც ალტერნატიულ ვარიანტს ეძებს და ხვიჩა გუშინ განაცხადშიც არ ყოფილა.

პირველ ნახევარში ერთადერთი ბურთი ეროვნული ნაკრების წევრმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა, ულამაზესი ჯარიმით გაიტანა. 53-ე ზე ისევ მამუჩაშვილი გამოირჩა, ამჯერად პენალტის ნიშნულიდან. 77-ე ზე 11-მეტრიანი ნიშნულიდან ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა, ხოლო 88-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა წერტილი დასვა.

გათამაშებას 41 ქულით ბათუმის „დინამო“ ლიდერობს. დედაქალაქური მოსახელე 6 ქულიან დისტანციაშია, „სამგურალსა“ და „დილას“ 33 ქულა აქვთ. ცხრილის ფსკერზეა თბილისის „ლოკომოტივი“, რომელსაც 18 ტურში 1 გამარჯვება და 17 მარცხი აქვს.

ეროვნული ლიგის მე-19 ტური შაბათ-კვირას გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დვალი ფერენცვაროშიდან წამოვიდა

ხაშური და გლდანი დასაჯეს