in ,

დღეს კონფერენს ლიგის მესამე ეტაპის წილისყრაა

ოთხიდან ორი ქართული გუნდი შემორჩა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს და ორივე მათგანის პოტენციური მეტოქე სულ მალე გაირკვევა.

მოგეხსენებათ, ბათუმის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული გუნდია და, მხოლოდ ჩემპიონებს შეუძლია რომ შეხვდეს, შესაბამისად, პოლონური „ლეხის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, საკმაოდ მისაღები ვარიანტებია პოტენციურ მეტოქეთა სიაში.

ლატვიური „რიგასი“
„ლა ფიორიტა“ (სან მარინო) – „ბალკანი“ (კოსოვო)
„ვიკინგური“ (ისლანდია) – „ნიუ სეინტსი“ (უელსი)
„სუტიესკა“ (მონტენეგრო) – „კლაკსვიკი“ (ფარერები)
„ჰიბერნიანსი“ (მალტა) – „ლევადია“ (ესტონეთი)

გამოდის, რომ პოლონური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში მეტოქე გაცილებით სუსტი იქნება, თუმცა „ლეხი“ ძალიან ძლიერი გუნდია და ვნახოთ…

რაც შეეხება „საბურთალოს“. დედაქალაქური გუნდი განთესილი იქნება, რადგან მეორე ეტაპზე „სტიაუას“ ხვდება და ურთულესი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ფურცელზე ფავორიტის სტატუსს მიიღებს.

„რუჟომბეროკი“ (სლოვაკეთი) – „რიგა“ (ლატვია)
„კიზილჟარ პეტროპავლოვსკი“ (ყაზახეთი) – „ოსიეკი“ (ხორვატია)
„ვიკინგური“ (ფარერები) – „დუნაისკა სტრედა“ (სლოვაკეთი)
„გზირა“ (მალტა) – „რადნიჩკი“ (სერბეთი)
„გომელი“ (ბელარუსი) – „არისი“ (საბერძნეთი)

როგორც ხედავთ, უმძიმესი რუმინული ბარიერის შემდეგ, საბურთალოს კვლავ ძალიან ძლიერი მეტოქე ელის, მაგრამ დაველოდოთ, „საბურთალომ“ ერთი სასწაული უკვე შემოგვთავაზა, როცა „პარტიზანს“ სტუმრად მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პაატა გურასპაული: ესპანეთთან გამარჯვება უკვე წარსულია – როგორ ემზადება ნაკრები ევრობასკეტისა და მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპისათვის…

ოლივერ კანი: დროა გერმანიამ 50+1 სისტემაზე უარი თქვას