იაპონიის სუმოს ასოციაციამ დღეს გამთენიისას სუმოტორთა განახლებული ბანძუკე (რეიტინგი) გამოაქვეყნა. მოულოდნელად სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს ტოჩინოშინზე. ქართველმა ექსოძეკმა, რომელიც იანვრის ჰაცუ ბაშოზე მეოთხე მაეგაშირად იყო განთესილი და დიდი მაკეკოში (უარყოფითი ბალანსი) 4:11 დააფიქსირა, რეიტინგში დიდ ვარდნას გადაურჩა. მხოლოდ სამი საფეხურით დაქვეითდა და მარტის ჰარუ ბაშოზე მეშვიდე მაეგაშირა იქნება.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/1610265396-%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98-1024x737.jpg)
მარტის ჰარუ ბაშო, როგორც წესი ოსაკაში ტარდება, მაგრამ კორანავირუსისგან გამომდინარე რეგულაციების გამო, წლევანდელ ბაშოს ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლე უმასპინძლებს.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Inside_the_Ryogoku_Kokugikan_at_the_2014_January_Sumo_Tournament-520x293-1.jpg)
რაც შეეხება სხვა ცვლილებებს. ერთით გაიზარდა მაღალი წოდების მქონდე სუმოისტების (სანიაკუს) რაოდენობა. წინა ბაშოს ტრიუმფატორი დაიეიშო მესამე კომუსუბად იქნება წარდგენილი.
ბანძუკეს უმაღლეს პოზიციაზე არიან მონღოლი იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ჰარუ ბაშო სტარტს 14 მარტს აიღებს და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
GIPHY App Key not set. Please check settings