in

დასკვნების გაკეთება რთულია: წარმატების მისაღწევად ბევრი რამ იქნება შესაცვლელი – ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრებმა, წლის პირველ შეხვედრაში, მონღოლეთი დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დუბლი გიორგი ჩაკვეტაძემ შეასრულა. თითო გოლი დავით ვოლკოვის, საბა ლობჟანიძის გიორგი ბერიძის და ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზეა. ბერიძისთვის მონღოლეთის კარში გატანილი გოლი სადებიუტო იყო ეროვნული ნაკრების მაისურით.

მოგება არასასურველი არომატით: საქართველომ 2023 მონღოლეთის დამარცხებით დაიწყო

ვილი სანიოლმა ამხანაგურ შეხვედრაში თავის გამოჩენის შესაძლებლობა რამდენიმე ახალწვეულს მისცა. მონღოლეთთან მატჩში ეროვნული გუნდის რიგებში დებიუტო ჰქონდა 20 წლის ლუკა გაგნიძეს, 23 ლუკა გუგეშაშვილს და 17 წლის გაბრიელ სიგუას.

ვილი სანიოლი:
„დასკვნების გამოტანა რთულია. მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემადგენლობაში ბევრი ახალი სახე ყოფილიყო. ისინი ხშირად არ თამაშობენ ერთად და ამის გამო გუნდურობა გვაკლდა, თუმცა ეს ბუნებრივია. პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ. ნელა ვთამაშობდით. მეორე ტაიმში კი, ბურთს სწრაფად ვამოძრავებდით, გაცილებით მეტი შესაძლებლობა მოგვეცა და უკეთესი ფეხბურთი ვითამაშეთ. ბევრი გოლი გავიტანეთ, მრავლად გვქონდა მომენტები და სეზონის პირველი მატჩისთვის ეს დადებითი მხარეა. ნორვეგიასთან გაცილებით რთული მატჩი გველის და წარმატების მისაღწევად ბევრი რამ იქნება შესაცვლელი.

პირველი ტაიმის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძეს ვუთხარი, რომ მოედნის ცენტრთან უფრო ახლოს ემოქმედა. პირველ ნახევარში დიდ დროს ატარებდა მარცხენა ფლანგზე. ისეთი ტექნიკური ფეხბურთელები, როგორიც გიორგია, ცენტრში უფრო პროდუქტიულები არიან. ცვლილების შემდეგ, სწორედ ამის შესახებ ვისაუბრეთ.

გიორგი ლორიამ მეტოქესთან კონტაქტის შემდეგ ტრავმა მიიღო. მოედანზე სრულ მზადყოფნაში მყოფი ფეხბურთელები გვჭირდება და სწორედ ამის გამო შემოვიდა გუგეშაშვილი. ჩვენ გეგმებში არ შედიოდა მეკარის ცვლილება, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და გუგეშაშვილმა კარგად გაართვა თავი დავალებას“.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 28 მარტს, ბათუმში გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარი გააკეთა მონღოლეთის ნაკრების იაპონელმა მთავარმა მწვრთნელმა იჩირო ოცუკამაც:
„ჩვენთვის საქართველოსთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთი წელია, რაც მონღოლეთის ნაკრებს ვავარჯიშებ. შესარჩევ ჯგუფში იაპონიასთან 0:14 რომ წავაგეთ, მაშინ ვთხოვე ფედერაციას, რომ გუნდს ასეთ ძლიერ მეტოქეებთან თამაშები სჭირდებოდა. საქართველოს პროფესიონალი ფეხბურთელები ჰყავს, ჩვენ კი არა. კლიმატის გამო ჩემპიონატი ექვსი თვე შეწყვეტილია და გამოცდილებაც გვაკლია.

ბედნიერი ვარ, რომ პირველ ტაიმში გოლის გატანაც მოვახერხეთ, მაგრამ მეორე ნახევარში კონცენტრაცია დავკარგეთ. პირველი ტაიმის შემდეგ მონღოლეთიდან დაგვირეკეს და შედეგი მოგვილოცეს, თამაში ფრედ რომ დაგვესრულებინა, ალბათ ოქროს მედალს მომცემდნენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თემურ ქეცბაია: ჩვენ ვისწავლით შეცდომებზე

ესპანეთი ევროს სულ იგებს, ხორვატია ევროს არ აგებს: ბოლო წუთების უელსი