in

ესპანეთი ევროს სულ იგებს, ხორვატია ევროს არ აგებს: ბოლო წუთების უელსი

Spain's Dani Olmo, right, celebrates scoring his side's opening goal during the Euro 2024 group A qualifying soccer match between Spain and Norway at La Rosaleda stadium in Malaga, Spain, Saturday, March 25, 2023. (AP Photo/Manu Fernandez)

ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის მესამე დღის მატჩებიც გაიმართა. ამ ჯერზე ისეთი გამორჩეული წყვილი არ ყოფილა, როგორც წინა ორი დღეს, მაგრამ საინტერესო მატჩები მაინც შედგა, თუნდაც ჩვენს ჯგუფში, სადაც ესპანეთმა აჯობა ნორვეგიას. ასევე აღსანიშნავია, მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი ხორვატიის ნაკრების ვერმოგება საშინაო შეხვედრაში.

ევროპა დაიწყო: კრიშტიანომ მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ჩემპიონმა წააგო

საფრანგეთი ევროპაში ისეთივეა, როგორიც მსოფლიოზე: ბებერი ზლატანის რეკორდი

ბელარუსი – შვეიცარია 0:5
გოლები: 0:1 შტეფენი (4), 0:2 შტეფენი (17), 0:3 შტეფენი (29), 0:4 ჯაკა (62), 0:5 ამდუნი (65)

ისრაელი – კოსოვო 1:1
გოლები: 0:1 დასა (36-საკ.კარში), 1:1 პერეცი (56)

ბელარუსს 2 წელია ოფიციალური მატჩი არ მოუგია. სერია 14 თამაშისგან შედგება.

ზეკუ ამდუნმა შვეიცარიის ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა.

ანდორა – რუმინეთი 0:2
გოლები: 0:1 მანი (34), 0:2 ალიბეკი (49)

სომხეთი – თურქეთი 1:2
გოლები: 1:0 ქაბაქი (10 – საკ.კარში), 1:1 ქექჩიუ (34), 1:2 აქთიუროგლუ (64)

ხორვატია – უელსი 1:1
გოლები: 1:0 კრამარიჩი (28), 1:1 ბროუდჰედი (90)

ხორვატია: ლივაკოვიჩი, იურანოვიჩი, შუტალო, გვარდიოლი, სოსა, მოდრიჩი (90. მაერი), კოვაჩიჩი (76. პაშალიჩი), ბროზოვიჩი, პერიშიჩი, კრამარიჩი (76. ვლაშიჩი), ლივაია (53. მუსა).

ხორვატია ერთადერთი გუნდია, რომელსაც არასოდეს წაუგია შინ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში – 27 მოგება, 9 ფრე.

უელსმა ბოლო 7 გოლიდან 5 ბოლო 10 წუთში გაიტანა.

შოტლანდია – კვიპროსი 3:0
გოლები: 1:0 მაკგინი (21), 2:0 მაკტომინეი (87), 3:0 მაკტომინეი (90)

ესპანეთი – ნორვეგია 3:0
გოლები: 1:0 ოლმო (13), 2:0 ხოსელუ (84), 3:0 ხოსელუ (85)

ესპანეთი: არისაბალაგა, კარვახალი, ნაჩო, ლაპორტი, ბალდე, მერინო (81. ფაბიან რუისი), როდრი, ოლმო (67. პინო), გავი (58. ოიარსაბალი), ალვარო მორატა (81. ხოსელუ), იაგო ასპასი (58. სებალიოსი).

ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ბოლო 33 საშინაო შეხვედრიდან 32 მოიგო. ერთადერთი წაგება 2003 წლის ივნისში ჰქონდა საბერძნეთთან (0:1).

ესპანეთმა შეწყვიტა 3-მატჩიანი მოუგებელი სერია.

ესპანეთს ნორვეგიის წინააღმდეგ 9 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.

32 წლისა და 363 დღის ხოსელუ ესპანეთის ნაკრების ყველაზე ასაკოვანი დებიუტანტია 2006 წლის შემდეგ, ვინც გოლი გაიტანა.

მაკტომინი მეხუთე ფეხბურთელი გახდა შოტლანდიის ნაკრების ისტორიაში, ვინც შეცვლის შემდეგ დუბლი შეასრულა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დასკვნების გაკეთება რთულია: წარმატების მისაღწევად ბევრი რამ იქნება შესაცვლელი – ვილი სანიოლი

და სახელად ეწოდება – ლიონელ მესი: არგენტინის ნაკრების ბაზას ლეოს სახელი მიანიჭეს