გერმანიის ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა, მხოლოდ ერთი, დასკვნითი ტურია სათამაშო. გასარკვევი კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურია. მე-4 ადგილზე მყოფმა „ფრაიბურგმა“ მოულოდნელად შინ წააგო და
ლევერკუზენის „ბაიერი“ კი გავიდა სამშვიდობოს, ზედიზედ 3 თამაშის მოგების გამო მიუწვდომელია და გარკვეულია, რომ ჩემპიონატს მე-3 ადგილზე დაასრულებს. შესაბამისად, მნიშვნელობა და ინტრიგა დაკარგა ბოლო ტურში ლევერკუზენელებისა და „ფრაიბურგის“ შეხვედრამ. უფრო სწორედ, ცალმხრივად დაკარგა, მხოლოდ ფრაიბურგელებისთვის დარჩა გადამწყვეტი. თუმცა ახლა ყველაფერი მაინც მეტოქის „ლაიპციგის“ ხელშია, რომელსაც მოუწევს სტუმრად გასავრდნ ზონაში მყოფი და მცირე იმედდარჩენილი „არმინიას“ დამარცხება.
ტურის ბოლო შეხვედრაში „ლაიპციგმა“ მარტივად მოიგო თავისი თამაში და ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაბრუნდა. მანამდე ტედესკოს გუნდმა ზედიზედ ორჯერ წააგო და ამით გაირთულა საქმე, მაგრამ ახლა უკვე ისარგებლა „ფრაიბურგის“ წაფორხილებით და ისევ საკუთარ თავზეა დამოკიდებული.
უდროო დროს წააგო „კიოლნმა“, რომელსაც ძალიან ბევრი მოგება ჰქონდა ბოლო დროს, მაგრამ მოულოდნელი მარცხის გამო ევროპა ლიგის ადგილი გადაულოცა ბოლოდ პერიოდში ასევე მშვენივრად მოთამაშე „უნიონს“.
არ ყოფილა მოსალოდნელი „ჰერტას“ წაგებაც. სიტუაციაგამოსწორებულ ფელიქს მაგათის გუნდს საბოლოო წერტილის დასმაც შეეძლო, მაგრამ წააგო და „ბაიერნის“ იმედად დარჩა, რომელსაც ბერლინელების სიმშვიდისთვის „შტუტგარტისთვის“ უნდა მოეგო. მაგრამ უკვე ჩემპიონმა ეს ვერ მოახერხა. მოკლედ, ბოლო ტურის წინ ასეთი მდგომარეობაა: სამშვიდობოს მყოფი „ჰერტა“ 3 ქულით უსწრებს გადათამაშების ზონაში მყოფ „შტუტგარტს“, რომელიც თავის მხრივ 3 ქულით უსწრებს გასავრდნ ზონაში მყოფ „არმინიას“. ბოლო ტურში კი „ჰერტა“ დორტმუნდში ჩადის, „შტუტგარტი“ კონფერენსლიგა გარანტირებულ „კიოლნს“ მიიღებს, ხოლო „არმინია“ ძალიან მოტივირებულ „ლაიპციგს“ უმასპინძლებს.
ბუნდესლიგა – XXXIII ტური
ბოხუმი – არმინია 2:1
ჰოფენჰაიმი – ლევერკუზენი 2:4
ფიურტი – დორტმუნდი 1:3
ფრაიბურგი – უნიონი 1:4
კიოლნი – ვოლფსბურგი 0:1
ჰერტა – მაინცი 1:2
აინტრახტი – გლადბახი 1:1
ბაიერნი – შტუტგარტი 2:2
ლაიპციგი – აუგსბურგი 4:0
GIPHY App Key not set. Please check settings