in

დარტყმა თავით: ყატარი ზიდანის და მატერაცის ქანდაკებას აბრუნებს

ქანდაკება, რომელიც ზინედინ ზიდანისა და მარკო მატერაცის კონფლიქტს ეხება, ისევ გამოჩნდება ყატარში.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დამატებით დროში ფრანგმა თავი გლიჯა იტალიელ მცველს და ამის გამო გააგდეს. ეს ამბავი ფეხბურთის გულშემატკივარს კი არა, ისედაც ყველამ იცის.

ფრანგმა ხელოვანმა ადელ აბდესემედმა ეს ეპიზოდი 5-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკებაში უკვდავყო სახელწოდებით Coup de tete („დარტყმა თავით“). ის ყატარში დადგეს, მაგრამ 2013 წელს აიღეს კონსერვატორი მუსლიმების პროტესტი გამო, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის ფიგურების მხატვრულმა გამოსახულებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კერპთაყვანისმცემლობას.

“საზოგადოებაში ევოლუცია მიმდინარეობს. ეს აუცილებელი დროა, ადამიანები თავდაპირველად აკრიტიკებენ რაღაცას, შემდეგ გაითავისებენ და ეჩვევიან“ – განაცხადა ყატარის მუზეუმების ხელმძღვანელმა ქალბატონმა ალ-მაიასა ალ-ტანიმ, რომელიც ყატარის ემირის და გახლავთ.

მან აღნიშნა, რომ ძეგლის თავდაპირველი ადგილმდებარეობა არასწორად შეირჩა. ახლა ნამუშევარს დოჰას სპორტულ მუზეუმში განათავსებენ.
მისი განმარტებით, ეს ქანდაკება ხელს უწყობს სპორტსმენების სტრესის შესახებ დიალოგს და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კარს მომდგარი სატრანსფერო ფანჯარა: ვადები და წესები. გადაიჭირეთ უსაფრთხოების ღვედები!

ჩემპიონთა ლიგის კალენდარი ცნობილია: ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატმა გავლენა იქონია