in ,

დავითაშვილის შედევრი და ვოლკოვის მორიგი გოლი: ნახე ზურიკოს გოლი – ლეგიონერები

გასულ შაბათ-კვირას ქართველ ლეგიონერებს არცთუ წარმატებული თამაშები ჰქონდათ. ჩვენი ლეგიონის ანგარიშზე მხოლოდ ორი გოლია – ზურიკო დავითაშვილისა და დავით ვოლკოვის ანგარიშზე, მაგრამ ზურიკომ ისეთი შედევრი შექმნა, რომ მარტო ესეც საკმარისია.

ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” “სელტა” გასვლაზე 2:1 დაამარცხა. ქართველი მეკარე სათადარიგო იყო.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გურამ გიორბელიძის დრეზდენის “დინამომ” “კარლსრუე” 3:1 დაამარცხა. გიორბელიძე თადარიგში იყო და მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი კოხრეიძემ “გრენობლის” მაისურით ძირითად შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა “ლე ავრს” უმასპინძლა და 1:2 წააგო.

ბელგიის იუპილერ ლიგაში გიორგი მიქაუტაძის “სერენი” “ბრიუგესთან” 2:3 დამარცხდა. მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა.

ლევან შენგელიას “ლეუვენმა” გიორგი ჩაკვეტაძის “გენტს” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. შენგელიამ 85-ე წუთიდან ითამაშა. ჩაკვეტაძე განაცხადში არ ყოფილა.

პორტუგალიაში გიორგი აბურჯანიას “ჟილ ვისენტე”” “ფამალიკაოსი” 4:0 გაანადგურა. აბურჯანია 83-ე წუთზე შეცვალეს.

თურქეთის სუპერლიგაში საბა ლობჟანიძის “ჰათაისპორი” “ბასაქშეჰირთან” 0:3 დამარცხდა. ლობჟანიძემ 69-ე წუთამდე ითამაშა.

ავსტრიის ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის “ვოლფსბერგმა” “ალტახი” 3:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

რუსეთის პრემიერლიგაში ზურიკო დავითაშვილის ტულის “არსენალი” “ხიმკის” ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ზურკო ძირითად შემადგენლობაში იყო და ბრწყინვალე გოლიც გაიტანა. გარდა გოლისა, ქართველი საუკეთესო იყო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინი” “ნიჟნი ნოვგორადთან” 1:2 დამარცხდა. კვარაცხელია 52-ე წუთზე შეცვალეს.

ლუკა გაგნიძის “ურალმა” მოსკოვის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. გაგნიძემ 88-ე წუთამდე ითამაშა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

პოლონეთის ექსტრეკლასაში ნიკა კვეკვესკირის “ლეხ პოზნანი” “ზაგლებიესთან” 2:3 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა 74-ე წუთიდან ითამაშა.

ოთარ კაკაბაძის “კრაკოვიამ” ლეგია” 1:0 დაამარცხა. კაკაბაძე ძირითად შემადგენლობაში იყო.

უნგრეთში გიორგი ბერიძემ (“უიპეშტი”) 53-ე წუთამდე ითამაშა მტკ-სთან სტუმრად წაგებულ (1:2) ბუდაპეშტურ დერბიში.

ლაშა დვალი სათადარიგო იყო, ხოლო გიორგი ხარაიშვილი არ ყოფილა “ფერენცვაროშის” განაცხადში, “პუშკაშ აკადემიასთან” შინ ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში.

ლუკა ლაკვეხელიანმა (“მეზოკოვეშდი”) შეუცვლელად ითამაშა “დირმოტთან” სტუმრად მოგებულ (1:0) მატჩში.

ბუდუ ზივზივაძემ (“ფეჰერვარი”) 79-ე წუთიდან ითამაშა “კიშვარდასთან” სტუმრად წაგებულ (1:2) მატჩში.

სლოვაკეთში გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას “სლოვანმა” სტუმრად 2:1 მოუგო დავით მუჯირის “ზლატე მორავცეს”. კაშია განაცხადში არ ყოფილა, კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, მუჯირი კი სათადარიგო იყო.

აზერბაიჯანში დავით ვოლკოვმა (“ზირა”) მიმდინარე ჩემპიონატში მე-10 გოლი გაიტანა, თუმცა ამან გუნდი წაგებისგან ვერ იხსნა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა პირველი ტაიმის ბოლოს აიღო “გაბალას” კარი მას მერე, რაც მისი გუნდი ორბურთიანი სხვაობით ჩამორჩა მეტოქეს. 1:2 – ეს ანგარიში მეორე ნახევარში აღარ შეცვლილა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ორმაგი გასწრება – XVI ტური

ქართველების დუელი Top 14-ში და ბექა საღინაძე ტურის სიმბოლურში