in

დავამტკიცეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია თამაში და გამარჯვებაც: რატომ არ გამოიძახა ვილი სანიოლმა რამდენიმე ფეხბურთელი

საქართველოს ნაკრებს მალე ორი მატჩი აქვს. ჯერ ამხანაგური მონღოლეთთან, მერე კი ევრო 2024-ის შესარჩევის პირველი შეხვედრა ძალიან ძლიერ ნორვეგიასთან.
ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ვილი სანიოლი:

ხოჭოლავასთან დაკავშირებით ასეთი ვითარებაა: ჩვენ ვიცით, რომ დიდი ხანია მუხლი აწუხებს და საოპერაციოაა. მას აქვს მენისკის პრობლემა და ოპერაციის შემდეგ 6-8 კვირას გამოტოვებს. გუშინდელ შეხვედრაში მისი გუნდის დაჟინებული თხოვნით ითამაშა.

სათამაშო პრაქტიკის მხრივ გვაქვს პრობლემა. გასაგებია, რომ ნორვეგიასთან პრინციპული თამაში გვაქვს და მსურდა ამ მატჩისთვის ყველა პოზიციაზე ისეთი ფეხბურთელი მყოლოდა, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა აქვს. ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემაა მარცხენა ფრთაზე – გიორბელიძე, აზაროვი, წიტაიშვილი, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გზა არ გვაქვს.

ლუკა ლოჩოშვილს დიდი ხანია არ უთამაშია და ახლა ნაკრებში საერთოდ უთამაშებელი ფეხბურთელის გამოძახება არ მიმაჩნია სწორად.

ჩვენ არაერთხელ ვესაუბრეთ საბა საზონოვს და მან არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ სურს საქართველოს ნაკრებში თამაში. ის კარგი ფეხბურთელია და ვფიქრობ საქართველოს ნაკრებს გამოადგება. რაც შეეხება რუსეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელების გამოძახებას, მე პოლიტიკას ვერ ვუყურებ.

ვაკო ყაზაიშვილის თემა? ნაკრებში მთავარია იყოს პატივისცემა და ამ ეტაპზე მინმაჩნია, რომ ვაკოს გამოძახება არ იყო სწორი. მომავალში რა იქნება, ამაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს.

ნორვეგიის შემადგენლობას რომ შევხვდოთ, ეს არის ძალიან ძლიერი, კარგად დაბალანსებული გუნდი, მაგრამ ბოლო მატჩებში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ასეთი გუნდების წინააღმდეგაც შეგვიძლია თამაში და გამარჯვებაც. შესარჩევს პრინციპულ მეტოქესთან საკუთარ მოედანზე თამაშით ვიწყებთ და რა თქმა უნდა მხოლოდ გამარჯვება იქნება ამ მატჩში მიზანი.

სხვა გუნდის მოთამაშეებზე საუბარი არ მჩვევია. ნორვეგიას თუ ერლინგ ჰოლანდი ჰყავს, ჩვენ გვყავს გურამ კაშია. მეტს ამ თემაზე არაფერს ვიტყვი.

გაბრიელ სიგუა თანამედროვე პროფილის ფეხბურთელია, რომელიც თამაშისას მთელ მოედანს ფარავს. მას ლეონ გორეცკას შევადარებდი.17 წლის ასაკის ფონზე ის ფიზიკურადაც საკმაოდ ძლიერია. რომ არ იყოს მზად, ნაკრებში არ იქნებოდა. ნაკრებში ფეხბურთელებს იმის გამო არ ვიძახებ, რომ სასტუმროში გაატაროს დრო.

იქიდან გამომდინარე, რომ მე საქართველოში ვმუშაობ, რა თქმა უნდა თვალს ვადევნებ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მე ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, აქ ყველამ კარგად მიმიღო და რა თქმა უნდა, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ საქართველოს. მეტს ვერაფერს ვიტყვი. მე ფეხბურთის მწვრთნელი ვარ და არა პოლიტიკოსი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუსებს კავკასიელები გაურბიან: გახდება თუ არა მარადიშვილი ლეგიონერი

19 წლის ლუკა ხორბალაძე Top 14-ის კლუბში გადავიდა