in

რუსებს კავკასიელები გაურბიან: გახდება თუ არა მარადიშვილი ლეგიონერი

რუსები საფეხბურთო პანიკაში არიან: სანაკრებო პაუზის წინ საგანგაშო სიგნალი მიუვიდათ – მოსკოვის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი კონსტანტინ მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობას იღებს და მალე შეეძლება ნაკრები გამოიცვალოს.
მარადიშვილს უთამაშია რუსეთის 20 და 21 წლამდე ასაკობრივ ნაკრებებში. U-20-ის შემადგენლობაში დაუმარცხებია ენცო ფერნანდესიანი არგენტინის ნაკრები (3:0) ესპანურ ტურნირზე. ახალგაზრდულში კი ევრო-U21-ის შესარჩევში ძირითადის ფეხბურთელი იყო. ეს ტურნირი მოგეხსენებათ წელს საქართველოში ტარდება, რუსეთი დაშვებული არ არის, საქართველო კი თანამასპინძლის რანგში ითამაშებს.

თუმცა ფეხბურთელის მამამ, კობა მარადიშვილმა ეს ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, ბიჭი არ აპირებს საქართველოს ნაკრებში თამაშს და დოკუმენტების გაფორმებით დაკავებული არ არის. მაგრამ არ არსებობს პირდაპირი კომენტარი, არამედ გადმოცემით ნათქვამი.

კიდევ ერთი მიზეზი რატომაც ასე ანაღვლებთ მარადიშვილის ქართული მოქალაქეობა, ის გახლავთ, რომ მისმა თანაკლუბელმა და ნაკრებში თანაგუნდელმა ნაირ ტიკნიზიანმა უკვე მიიღო სომხეთის მოაქალაქეობა და ევრო 2024-ის შესარჩევის მატჩებზე გამოიძახეს კიდეც.

ტიკნიზიანი პეტერბურგშია დაბადებული, ცსკა-ს აღზრდილია როგორც მარადიშვილი და ისიც „ლოკომოტივში“ თამაშობს.

მარადიშვილი ლეგიონერად იქცევა?

ტიკნიზიანი ლეგიონერად არ ჩაითვლება (მოქმედი წესებით), რადგან სომხეთის მოქალაქე რუსეთის ჩემპიონატში ლეგიონერად არ ითვლება. მარადიშვილი კი თეორიულად შეიძლება გახდეს ლეგიონერი – მიუხედავად რუსეთის პასპორტისა. თუ სპორტულ მოქალაქეობას შეიცვლის, დაკარგავს რუსეთის ნაკრებში თამაშის შანსს.

რუსეთში კი ლეგიონერად ითვლება მოთამაშე, რომელსაც რუსეთის ფედერაციის გუნდებში თამაშის უფლება არ აქვს. ლეგიონერებად არ ითვლებიან ის უცხოელი მოქალაქეები, რომლებიც სამოკავშირეო ქვეყნების მოქალაქეები არიან – ეს არის კავშირი, რომელიც რუსეთმა, ბელარუსმა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი) ქვეყნებმა ჩამოაყალიბეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: კრიშტიანოს წვივსაფარი არაბეთში – დააკვირდით დეტალებს

დავამტკიცეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია თამაში და გამარჯვებაც: რატომ არ გამოიძახა ვილი სანიოლმა რამდენიმე ფეხბურთელი