in

მარადიშვილი ქართველი დაჩქარებულად გახდება: ახალწვეულმა შესაძლოა ნაკრებში უკვე ივნისში ითამაშოს

{"wm":1}

მოსკოვის „ლოკომოტივის“ 23 წლის კონსტანტინე მარადიშვილის შესახებ ბოლო დროს ბევრი იწერება, რომ საქართველოს ნაკრებმა შესაძლოა კიდევ ერთ ფეხბურთელს მისცეს თავისთან თამაშის საშუალება. თავიდანვე ითქვა, რომ ფეხბურთელისა და მისი ოჯახის არჩევანი სწორედ საქართველოსკენ იხრებოდა.

ბოლო დღეებია რუსული პრესა წერს, რომ საქმე დაჩქარებულია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს ფეხბურთელს უახლოეს მომავალში დაუმზადოს ქართული პასპორტი, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ დაინტერესების შემთხვევაში ვილი სანიოლი უკვე ივნისის სანაკრებო მატჩებისთვის გამოიძახებს ახალწვეულს. შეგახსენებთ, საქართველო 17 ივნისს კვიპროსში ითამაშებს, 20 ივნისს კი შოტლანდიაში.

„РБ Спорт“-ს პირდაპირ ასე უწერია: „ლოკომოტივის“ რუსი ნახევარმცველი კონსტანტინ მარადიშვილი უახლოეს ხანში საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს“.

კონსტანტინე მარადიშვილი ნახევარმცველია. მან მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ის მოსკოვის ცსკა-ს აღზრდილია. რკინიგზელთა რიგებში კი 2021 წელს გადავიდა. მას უთამაშია რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში, ხოლო ეროვნულში არ გამოუძახებიათ, რის გამოც ყოველგვარი გართულების გარეშე შეუძლია სხვა ქვეყნის (ამ შემთხვევაში საქართველოს) ნაკრებში თამაში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ბოლო დროს რუსეთის ჩემპიონატიდან საქართველომ ანალოგიურად ორი ფეხბურთელი უკვე დაიმატა – მოსკოვის დინამოელები“ საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე შედეგიან შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა: ვირტუსი ნახევარფინალშია

სპალეტის ნაპოლიში ფრთებს არ დააჭრიან: მწვრთნელი ჩემპიონის რანგში მიდის