in ,

გიორგი მიქაუტაძე: ცოტა ეგოისტი ვარ, მთავარია ნებისმიერი ხერხით გავიტანო

საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც ფრანგული მეც-ის საკუთრებაა, ბელგიის პროქსიმუს ლიგაში “სერენთან” ერთად ბრწყინვალედ იასპარეზა და გუნდი იუპილერ ლიგაში ამოიყვანა. მიქაუტაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში “სერენის” საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მისი კარგი თამაშით მოხიბლული მეც-ი გუნდში აბრუნებს. საფრანგეთში გადაბარგებამდე მიქაუტაძის ვრცელი ინტერვიუ ბელგიურმა ტელეკომპანია RTBF-ის საიტმა გამოაქვეყნა.

“გუნდი ბურთს ბევრს ათამაშებდა და ეს სტილი ჩემთვისაც მისაღები იყო. ბევრი გოლი? შემიძლია ვთქვა, რომ გოლის გატანა დნმ-ში მაქვს. ყოველთვის ბევრი გამქონდა. კარში დარტყმაზე მამასთან ერთად ბევრს ვმუშაობდი. ბავშვობაში რამდენი გოლი მაქვს გატანილი? 100, 150? ვერ გეტყვით. ჩემთვის მთავარი იყო ნებისმიერი ხერხით გამეტანა: თავით, მუხლით, ქუსლით. და ყოველთვის ერთი და იგივე შეგრძნება მქონდა. როდესაც გოლის ავტორებში შენს გვარს ხედავ, ეს, ძალიან მაგარია. ვაღიარებ, რომ ცოტა ეგოისტი ვარ, თუმცა, მხოლოდ მოედანზე, ცხოვრებაში ასე არაა. ყოველი მოგების შემდეგ სიმღერა მინდება. იმ ემოციებს, რაც ამ დროს გასახდელშია ხოლმე, ვერაფერი შეედრება. ფეხბურთის სილამაზე სწორედ ესაა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს წარმატება ქომაგებთან ერთად ვერ ვიზეიმეთ. ტრიბუნებიდან მათი სიმღერების მოსმენა დიდებული იქნებოდა. ეს მაგრად დაგვაკლდა”, – თქვა გიორგი მიქაუტაძემ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დევიდ ბექჰემს სერიალ „მეგობრებში“ გადაიღებენ

ვიდეო: არგენტინა „მის სამყაროზე“ მარადონას ფორმით წარდგა