in ,

გიორგი აბურჯანია: ახალ გუნდს ვაშენებთ და ასეთ დროს ჩავარდნები ხშირია

საქართველოს ნაკრები დღეს, 8 სექტემბერს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება. 

მომავალი შეხვდრის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ ისაუბრა.

საუკეთესო განწყობა ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ორ ოფიციალურ შეხვედრაში დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ასეთი მომენტები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და მუშაობა აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. ახალი გუნდის მშენებლობა მიმდინარეობს და ასეთ დროს ჩავარდნები ხდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თამაშის ხარისხი უნდა გამოვასწოროთ და დარწმუნებული ვარ ეს ავტომატურად აისახება შედეგზეც”, – თქვა გიორგი აბურჯანიამ.

ბულგარეთთან საშინელი სტატისტიკა გვაქვს: 4 მარცხი და ორჯერ 2:6 – და ერთიც დაუვიწყარი მოგება

ბულგარეთისა და საქართველოს ამხანაგური დაპირისპირება სოფიას ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიშა დაბრუნდა: ცინცაძის შემდეგ ბერიშვილიც თსუ-ს კალათბურთელი გახდა

ვილი სანიოლი: ხანდახან იმედგაცრუება საჭიროა, რომ მომავალში უკეთ იმუშავო