in ,

გენოს ქამბექი: პეტრიაშვილმა ირანელს ბრძოლა შემოუტრიალა და ფინალშია

განაღდებული კიდევ ერთი მედალი. გენო პეტრიაშვილმა საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა და ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე 6:3 დაამარცხა.

პირველ პერიოდში ირანელმა გენო ორჯერ გაიყვანა ხალიჩიდან. პლუს, პროვოკაციული ქმედებით მსაჯს გენოსთვის გაფრთხილება მიაცემინა და პერიოდი 3:0 მოიგო.

მეორე პერიოდში გენომ თავისი მაღალი კლასის ხარჯზე 6 ქულა აართვა მეტოქეს და ხვალ ოლიმპიადის ფინალში იჭიდავებს.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციას ტოკიოში 2 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული და ხვალ მესამე უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვების შანსი გვაქვს (ჯამში უკვე 8 მედალი გვაქვს).

პეტრიაშვილი ფინალში ტაჰა აკგულის დამმარცხებელ ამერიკელ სტივენსონს შეეჭიდება. ფინალური ბრძოლები 14:30 საათიდან დაიწყება.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0