in ,

გახდა 18-ის და წავიდა: ხაბულიანი ადანაშია

„თელავის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი ხაბულიანი კარიერას თურქეთში გააგრძელებს.
ამაზე „ადანა დემირსპორის“ ოფიციალური გვერდი წერს:
„ჩვენმა კლუბმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა 2004 წელს დაბადებულ ქართველ ფეხბურთელ გიორგი ხაბულიანთან“.

ქართველი თავდამსხმელზე „ადანას“ სატრანსფერო უფლება 2025 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის. გიორგი ამ კლუბში 2021 წელს ჩაირიცხა, მაგრამ რადგან 18 წლის არ იყო, თამაშის უფლება ვერ მიიღო და „თელავში“ დაბრუნდა.

„უკვე 18 წლის ვარ და თამაშის უფლება მივიღე. ეს მთავარია. უკვე თურქეთში ვარ, გუნდთან ერთად ვარ და „ადანა დემირსპორთან“ ერთად შეკრება გავიარე. ახლა მეორე შეკრება იტალიაში დაიწყება, იქაც ორი კვირა ვივარჯიშებთ და მერე ჩემპიონატიც დაიწყება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი ხაბულიანმა.

18 წლის თავდამსხმელმა ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 2 გოლი (15 მატჩში) გაიტანა. ხაბულაინი საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრია.

თურქეთის ჩემპიონატი სტარტს 7 აგვისტოს აიღებს, „ადანა“ პირველ მატჩს სტუმრად „გირესუნსპორთან“ ითამაშებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნოემბრის მესამე ტესტიც გაირკვა!

სუარესი სამშობლოში დაბრუნდა, აიაქსი წინდაუხედავად მოიქცა, ბარსა მოშორებაზეცაა და ყიდვაზეც – სატრანსფერო ამბები