in ,

გაშვებული გოლი მამარდაშვილის ბრალი არ არის, კარში რომ დარჩენილიყო, გოლი მაინც გავიდოდა: სანტიაგო კანისარესი

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ვალენსიას” ლეგენდარულმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა მადრიდის “რეალისა” და “ვალენსიას” მატჩის დასრულების შემდეგ, გიორგ მამარდაშვილზე ისაუბრა. ესპანური ფეხბურთის ლეგენდა მიიჩნევს, რომ მადრიდელთა მეორე გოლის ეპიზოდში ქართველ მეკარეს შეცდომა არ დაუშვია.

გიორგი მამარდაშვილის პოსტი რეალთან მატჩის შემდეგ

“გოლი ვინისიუსის დამსახურებაა. იმ ზონაზე, სადაც მან დრიბლინგი განახორციელა, პასუხისმგებლები მარჯვენა და ცენტრალური მცველები არიან. ასეთ დროს ჩაწოდებისას მეკარეს ორი ვარიანტი რჩება. კარის ხაზზე დარჩეს, ან სასოწარკვეთილმა დატოვოს კარი იმის იმედად, რომ მისი მცველები თავდამსხმელს ბურთის დარტყმაში ხელს შეუშლიან. ამ გაშვებულ გოლს მეკარეს ვერ დავაბრალებთ. მამარდაშვილი კარის ხაზზე რომ დარჩენილიყო გოლი მაინც გარდაუვალი იყო, გამოსვლისას კი, ბენზემას დისკომფორტი შეუქმნა”, – თქვა კანისარესმა ესპანურ მედიასთან.

“ვალენსიამ” მიმდინარე სეზონში პირველად წააგო და 5 ტურის თავზე 10 ქულით მე-3 ადგილზე დარჩა, ერთპიროვნული ლიდერი კი სწორედ “რეალი” გახდა 13 ქულით. “ღამურები” მომდევნო მატჩს 22 სექტემბერს, სტუმრად, “სევილიასათან” გამართავენ. მამარდაშვილმა ლა ლიგაში ჩატარებულ 5 მატჩში 4 გოლი გაუშვა, 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა და პირველ ტურში საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

მამარდაშვილის სტატისტიკა რეალთან

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია ზენიტის მცველებმა არ დაინდეს – ხვიჩას წინააღმდეგ მაგრად უხეშობდნენ: რუბინი ლიდერთან წააგო

fifa 22-ში ქართველი ფეხბურთელების რეიტინგები: ყველაზე მაგარი მაკარიძეა