in ,

მამარდაშვილის სტატისტიკა რეალთან

ლა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში “ვალენსიამ” “მესტალიაზე” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და (1:2) დამარცხდა.

შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ორი ლიდერი უპირისპირდებოდა, 86-ე წუთამდე მასპინძლები იგებდნენ, თუმცა დარჩენილ დროში “სამეფო კლუბმა” ანგარიშის შემობრუნება მოახერხა. წონასწორობა ვინისიუს ჟუნიორმა აღადგინა, ხოლო გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ გაიტანა.

“ღამურების” ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც 86-ე წუთამდე მოედანზე მყოფ მოთამაშეებს შორის საუკეთესო შეფასება ჰქონდა და იმაში, რომ ამ დრომდე “ბლანკოსს” მეტოქის კარი არ ჰქონდა აღებული, მეტწილად სწორედ 20 წლის ქართველი მეკარის დამსახურება იყო. თუმცა, ფრანგი ფორვარდის გოლისას მამარდაშვილის შეცდომაზე საუბარი ნამდვილად შეიძლება.

მამარდაშვილის უხეში შეცდომა რეალთან: ღამურები ბოლო 5 წუთში დამარცხდნენ

საბოლოო ჯამში, მამარდაშვილმა Whoscored.com-ისგან 6.2 კოეფიციენტი დაიმსახურა, ხოლო Sofascore-მა იგი 6.9 ქულით შეაფასა. ქართველი ფეხბურთელის დეტალური სტატისტიკა ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ევროპული კლუბის წინააღმდეგ ასე გამოიყურება:

მოგერიება: 8
მოგერიება საჯარიმოს შიგნით: 3
ბურთთან შეხება: 34
პასის სიზუსტე: 15/23 (65%)
გრძელი პასები: 17/9

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინმა ჩიონო დაამარცხა და აკი ბაშოზე მესამე შეხვედრა მოიგო

გიორგი მამარდაშვილის პოსტი რეალთან მატჩის შემდეგ