ალეხანდრო გარნაჩოს გოლი 2023/24 წლების პრემიერლიგაში საუკეთესოდ მიიჩნიეს.
გარნაჩოს მაკრატელას ხმა გუშემატკივრებისა და საფეხბურთო ექსპერტების უმრავლესობამ მისცა.
„მანჩესტერის“ ვინგერმა ეფექტური გოლი მე-13 ტურის მატჩში გაუტანა „ევერტონს“ (3:0).
მე-3 წუთზე დიოგო დალომ მარჯვნიდან საჯარიმოში ჩააწოდა და ჰაერში აწეულმა არგენტინელმა მაკრატელათი შორეულ მაღალ კუთხეში ჩაჭედა.
ეს მისი პირველ გოლი იყო სეზონში, ისე კი 19 წლის ბიჭმა სულ 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასიც მიაყოლა.
GIPHY App Key not set. Please check settings