in

სალაჰი პრემიერლიგის ისტორიაში მე-12 ბომბარდირია: ვან პერსის გაასწრო, შერინგემს დაეწია და მალე სხვებსაც ჩამოიტოვებს

მოჰამედ სალაჰმა პრემიერლიგაში 145-ე და 146-ე გოლები გაიტანა და გაასწრო რობინ ვან პერსის (144 გოლი 280 მატჩში) და დაეწია ტედი შერინგემს (146 გოლი 418 მატჩში). ეგვიპტელი ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს შორის მე-12-ეა.

მე-9 ტურის შეხვედრის 75-ე წუთზე „ევერტონთან’ სალაჰმა პენალტი გაიტანა, ხოლო შემდეგ 97-ეზე კიდევ ერთი შეაგდო კონტრშეტევაზე და „ლივერპულს“ დერბი 2:0 მოაგებინა.

ეს 146 პრემიერლიგური გოლი სალაჰს 240 მატჩში დაუგროვდა.

მე-12 ადგილოსან სალაჰს უსწრებენ ლეს ფერდინანდი (149), მაიკლ ოუენი (150), ჯერმეინ დეფო (162), რობი ფოულერი (163), ტიერი ანრი (175), ფრენკ ლემპარდი (177), სერხიო აგუერო (184), ენდი კოული (187), უეინ რუნი (208), ჰარი კეინი (213) და ალან შირერი (260).

აშკარაა, რომ სალაჰი მალე ორ ფეხბურთელს გაასწრებს და ათეულში შევა.

მიმდინარე სეზონში სალაჰს 8 გოლი და 4 პასი აქვს 11 მატჩში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

14 გოლი 8 ტურში: გერმანული რეკორდი და 1 გოლი რონალდომდე

შენგელია სუპერია: თორნიკეს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა