in

ბორჯღალოსნები ფიჯისთან სათამაშოდ დაირაზმნენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 20 ნოემბერს, თბილისის დროით, 18:30 საათზე ესპანეთის ქალაქ არანხუესში 2021 წლის დასკვნით შეხვედრას გამართავს. ნოემბრის ტესტ-სერიის მეორე მატჩში “ბორჯღალოსნები” “მფრინავ ფიჯელებს” დაუპირისპირდებიან.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში მეექვსედ დაუპირისპირდებიან. ქართველებმა მატჩი ერთადერთხელ მოიგეს. ხუთ შემთხვევაში კი, გამარჯვება ფიჯის დარჩა.

მფრინავ ფიჯელებს მეექვსედ შევერკინებით: 1 მოგება და 5 მარცხი

წინა მატჩისგან განსხვავებით, ლევან მაისაშვილმა შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა. ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მიხეილ ნარიაშვილი დაუბრუნდა, რომელიც ფიჯისთან მატჩს მარქაფიდან დაიწყებს. მარქაფიდან დაიწყებს თამაშს ლაშა ჯაიანიც.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ფიჯისთან

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 8 კეპი, 23 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 60 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსტერი, 36 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 79 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 94 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 27 კეპი, 173 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 60 კეპი, 55 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 24 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 84 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 24 კეპი, 10 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 6 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი, 69 კეპი, 10 ქულა), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, 24 კეპი, 15 ქულა), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 22 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 32 კეპი, 35 ქულა);

სათადარიგო შემადგენლობა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 18 კეპი, 5 ქულა), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 66 კეპი, 5 ქულა), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 2 კეპი), 19. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 11 კეპი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 11 კეპი, 10 ქულა), 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 53 ქულა), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 11 კეპი, 5 ქულა).

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წიტაიშვილი დინამოსთან ითამაშებს: ქართველს კიევურ გუნდში დაბრუნების შანსი აქვს

წინსვლა რეიტინგში: საქართველოს ნაკრები 7 საფეხურით დაწინაურდა