in ,

წინსვლა რეიტინგში: საქართველოს ნაკრები 7 საფეხურით დაწინაურდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ნოემბრის სანაკრებო პაუზისას ნაჩვენები კარგი შედეგები დაუფასდა.

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატს შესარჩევი ციკლი მნიშვნელოვანი და სენსაციური გამარჯვებით დაასრულა. საქართველოს ნაკრებმა ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ქართული ფეხბურთის გამორჩეულმა ტალანტმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

გორში კი, უზბეკეთის ნაკრები დავით ვოლკოვის გოლით 1:0 დავამარცხეთ.

მართალია, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო Fifa/Coca cola-ის რეიტინგი ჯერ განახლებულა, მაგრამ საქართველოს ნაკრები ამ თამაშების მოგებით მოპოვებული კოეფიციენტების მიხედვით ერთბაშად 7 საფეხურით წაიწევს წინ და ახალ წელს მსოფლიოს რეიტინგში 86-ე ადგილზე შეხვდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის სესარჩევი ეტაპის 5-გუნდიანი ჯგუფი 7 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა. “ჯვაროსნები” მომავალ წელს ერთა ლიგაზე ჩაერთვებიან, რაც ქართველი გულშემატკივარის მთავარი იმედია. სწორედ, ამ გზით შეეცდება სანიოლის გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრას.

ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის კენჭისყრა 21 დეკემბერს გაიმართება. გაგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე C დივიზიონში ასპარეზობს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორჯღალოსნები ფიჯისთან სათამაშოდ დაირაზმნენ

იტალიაში ყველაზე პოპულარულ პაროლებში იუვენტუსი და ნაპოლი არიან