23 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე აშშ-ს ქალაქ ჩიკაგოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 565 530 დოლარი) ძირითად ბადეში ვერ გავიდა.
2021 Chicago Fall Tennis Classic-ის კვალიფიკაციაში მე-13 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ პირველ წრეში ჩილელ ბარბარა გატიკას 6:2, 6:1 სძლია, გადამწყვეტ რაუნდში კი იდენტური ანგარიშით დამარცხდა რუს ანა კალინსკაიასთან.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ჩოგბურთელს WTA-ს რეიტინგში 374 ქულით 188-ე ადგილი უკავია.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings