in ,

18 წლის გიორგი ჩხეტიანი ერთწლიანი იჯარით ბრაგაში ითამაშებს

18 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩხეტიანი კარიერას პორტუგალიურ “ბრაგაში” გააგრძელებს. ინფორმაციას “ბრაგას” ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

როგორც კლუბის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნახსენები, ჩხეტიანი “ბრაგას” 23-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს.

გიორგი ჩხეტიანი, რომელიც ამპლუით მცველია, თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია. მიმდინარე სეზონში მან “დინამოს” მაისურით ეროვნულ ლიგაშიც ითამაშა. “საბურთალოსთან” შეხვედრისას კახა ცხადაძემ ის 72-ე წუთზე შეუშვა მოედანზე.

გიორგი ჩხეტიანს საქართველოს 17 წლამდელთა რიგებშიც უთამაშია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი ჩაკვეტაძე: ბოლომდე მზად არ ვარ, ზოგჯერ ისევ მეუფლება ტრავმის მიღების შიში

ბოლქვაძემ უშანსოდ წააგო და ჩიკაგოში ძირითად ბადეში ვერ მოხვდა