in ,

ბოლომდე ბრძოლისა და თავდადების მაგალითი: კაპიტანი წავიდა

ეპოქა დასრულდა: საქართველოს ნაკრებს კაპიტანი ემშვიდობება.

ადამიანი, რომელმაც ქართველ ხალხს განსაკუთრებით შეაყვარა თავი, თავისი ბრძოლისუნარიანობით და ბოლომდე ბრძოლით. ფეხბურთელი, რომელიც საქართველოსთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. დიახ, ეს ჯაბა კანკავაა, რომელმაც დღეს სანაკრებო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

ამის შესახებ ჯაბამ ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

“ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც შეძლებისდაგვარად მოკლედ, ბევრი რამის თქმა გსურს. ეს, სწორედ ასეთი შემთხვევაა. სიტყვა მადლობა ჩემ ცხოვრებაშიც გამორჩეულია, ამიტომ მადლობა ღმერთს, რისი კეთების შესაძლებლობაც მომცა, მადლობა ჩემ ქვეყანას, რადგან თავის წარმოჩენის საშუალება ასეთ დონეზე და ამ დოზით მქონდა. მადლობა ხალხს, თითოეულ გულშემატკივარს, ვისგანაც ვგრძნობდი სიყვარულს, გვერდში დგომას, პატივისცემას წლების განმავლობაში. გამორჩეული და განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დედას, სწორედ მისი და ჩემი ოჯახის თითოეული წევრის, და ახლობელი ადამიანის, დიდი დამსახურებაა რომ მქონდა მოტივაცია და შესაძლებლობა ამდენი ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ეროვნული ნაკრების წევრი. მინდა გამოვყო და გამოვარჩიო, ჩემ მიმართ ლევან კობიაშვილის და ალექსანდრე იაშვილის გვერდში დგომა. მათმა დამოკიდებულებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში კვლავ ნაკრების წევრი ვყოფილიყავი.

მადლობა თითოეულ მწვრთნელს, ფეხბურთელს, სამედიცინო პერსონალს, ყველა იმ ადამიანს ვისთან ერთადაც, თუნდაც ერთი თამაში ჩავატარე და სანაკრებო გარემოში ვიმუშავე. მადლობა იმ პატივისცემისთვის და უერთიერთობებისთვის, რაც ერთმანეთის მიმართ გვქონდა. მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი საქათველოს ეროვნული ნაკრების წევრი 17 წლის განმავლობაში. რამდენად გამომივიდა, არვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ჩემი ქვეყნის წარმატებაში ჩემი წვლილი შემეტანა. მივიღე გადაწყვეტილება დავასრულო სანაკრებო კარიერა, წარმატებებს ვუსურვებ მთელ საქართველოს და ეროვნულ ნაკრებს, დარწმუნებული ვარ და მჯერა მათი წარმატების მომავალში. ქვეყნის და საქართველოს ნაკრების დიდი გულშემატკივარი ჯაბა კანკავა”, -დაწერა კაკნავამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრებში 100 შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით იგი ლევან კობიაშვილის შემდეგ მეორეა. მის ანგარიშზე ნაკრებში 10 გოლია.

მადლობა ყველაფრისთვის კაპიტანო!

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბა ქუმარიტაშვილი: დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ ნოდარის შემდეგ ოლიმპიადაზე მე უნდა წარვსდგე

ნონას შამათის მოლოდინში: ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის ექსკლუზიური კომენტარი