რამდენიმე მატჩის გამოტოვების შემდეგ, მოედანს “ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე დაუბრუნდა. ინდიანაპოლისელებმა საკუთარ დარბაზში “საკრამენტო” მიიღეს და 93:104 დამარცხდნენ.
21 წლის ქართველმა პარკეტზე ამდენივე წუთი გაატარა და გუნდს 5 ქულით, 6 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით და 2 დაფარებით დაეხმარა. მისი სარგებლიანობის მაჩვენებელი -2 იყო.
თითქმის სამმაგი დუბლი შეასრულა ლიეტუველმა დომანტას საბონისმა 17ქულა, 13 მოხსნა, 8 ასისტი, თუმცა ის “კინგსის” ერთ-ერთმა ლიდერმა მარვინ ბეგლიმ აშკარად დაჩაგრა (31ქ, 12მ).
გოგას გუნდს 30 მოგების წილ 35 მარცხი დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, რაც მინი პლეი-ოფში გასვლის საშუალებას იძლევა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings