in

ბენზემა: რონალდუს წასვლამ ამბიცია შემმატა

მას შემდეგ, რაც კრიშტიანუმ მადრიდის „რეალი“ დატოვა, ბენზემამ ფრთების გაშლა დაიწყო და მომავალი ოქროს ბურთის დაჯილდოვებას მისი სახით უპირობო ფავორიტი ჰყავს.

„დიახ, როდესაც რონიმ გუნდი დატოვა მე მეტის ამბიცია გამიჩნდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ მეტი შემეძლო, თუმცა, როდესაც ის გუნდში იყო, ძირითადად, მისი საგოლე პასების მომარაგებით ვიყავი დაკავებული ახლა კი ბევრი რამ შეიცვალა“

კარიმმა მსოფლიოს საუკეთესოობაზეც გააკეთა კომენტარი:

„სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ. მე უბრალოდ გუნდის დახმარება მსურს და მიზანი ისაა, რომ მომდევნო შედეგი წინაზე უკეთესი იყოს. დიახ, გასული სეზონი კარგი იყო, თუმცა ახალი სეზონი სადაცაა დაიწყება. მარსელოს ტიტულების რეკორდს არ ვუყურებ, თუმცა ჩემი მიზანი მაქსიმალურად ბევრი ტიტულის მოგებაა“.

ბოლო 4 სეზონის განმავლობაში ბენზემამ 131 გოლი გაიტანა და გასულ სეზონში მისი წვლილის შესახებ, მხოლოდ გოლებით ფონს ვერ გავალთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს სუპერთასია: რეალი – აინტრახტი

ფერდინანდს სასამართლოში უხმეს