მეორე დღეა ფრანგული პრესა გადაჭრელდა. როგორც ჩანს, ერთ-ერთმა ინსაიდერმა გამოცემებს ინფორმაცია მიაწოდა, რომ კარიმ ბენზემას ნაკრებიდან წასვლის მიზეზი დეშამის გადაწყვეტილება იყო.
მოკლედ, კარიმმა მუნდიალის სტარტზე ტრავმა მიიღო და დაიწერა, რომ 1/8 ფინალამდე ვერ ითამაშებდა, თუმცა ჯგუფური ეტაპის ბოლოს კარიმი მადრიდში დაბრუნდა.
არაერთმა ვერსიამ გაიჟღერა, მაგრამ ბოლო ასეთია: კონფლიქტური სიტუაციის გამო დიდიე დეშამმა კარიმ ბენზემა ნაკრებიდან დაითხოვა. შემდეგ იყო მაკრონის ზარი ბენზემასთან და პოსტი ინსტაგრამზე: არ მაინტერესებს!
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings