in ,

ევრო 2024-ის საუკეთესო მწვრთნელები: რომელზეა და ვის ჯობნის ვილი სანიოლი

დიდიე დეშამი დამდეგი ევრო 2024-ის მონაწილე გუნდების მწვრთნელთაგან საუკეთესოდ მიიჩნიეს.

ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მა ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდების მწვრთნელების რეიტინგი შეადგინა და დებიუტანტი საქართველოს ნაკრების ფრანგი მწვრთნელი ვილი სანიოლი 24-დან მე-15 ადგილზე დააყენა.

ტოპ 10 ასეთია:

  1. დიდიე დეშამი (საფრანგეთი);
  2. ლუჩანო სპალეტი (იტალია);
  3. იულიან ნაგელსმანი (გერმანია);
  4. გარეთ საუთგეიტი (ინგლისი);
  5. ზლატკო დალიჩი (ხორვატია);
  6. რობერტო მარტინესი (პორტუგალია);
  7. დომენიკო ტედესკო (ბელგია);
  8. ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი);
  9. კასპერ იულმანდი (დანია);
  10. მარკო როსი (უნგრეთი).

ნიდერლანდების რონალდ კუმანი მე-12 ადგილზეა, რალფ რანგნიკი (ავსტრია) – მე-16, სერგეი რებროვი (უკრაინა) – მე-19, მურატ იაკინი (შცეიცარია) – 21-ე.
ჩვენი ვილი სანიოლი მე-15 პოზიციაზე დააყენეს და ამ ცნობილ სპეციალისტებს უსწრებს.
საქართველოს ნაკრების თავკაცი ასევე წინ დგას ჯგუფში მეტოქე ჩეხეთის მწვრთნელზე – ივან ჰაშეკი 23-ე ადგილზეა. რაც შეეხება თურქეთის იტალიელ დამრიგებელ ვიჩენცო მონტელას, ის მხოლოდ ერთი საფეხურითაა ჩვენიანზე წინ (მე-14). სანიოლი ასევ ჯობნის „ნაპოლის“ ჯერაც მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონას (სლოვაკეთი – მე-17).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბელინგემი ფავორიტად რჩება: ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი

მარადონას ოქროს ბურთს აუქციონზე გაყიდიან: ის მილიონები ღირს