in

ბასილაშვილმა სეტი მოიგო და შემდეგ მეტოქე მატჩს ჩაეხსნა: ქართველი შემდეგ ეტაპზეა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც როლან გაროსამდე ჟენევის 250 ქულიან ტურნირზე ასპარეზობს, 1/8 ფინალურ ეტაპზე გავიდა.

პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა არგენტინელი ფაკუნდო ბანისი დაამარცხა. პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა 6:4 მოიგო, რის შემდეგაც არგენტინელმა ტრავმის გამო მატჩის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი ამ ეტაპზე მსოფლიოს 25-ე ჩოგანია, კარიერის საუკეთესო შედეგი კი, მე-16 ნომრობა იყო.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0