საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის 1000 ქულიან მასტერსის მეორე ეტაპზე მსოფლიოს მეცხრე ჩოგანს, 18 წლის ესპანელ ტალანტს კარლოს ალკარასს დაუპირისპირდა და ორ სეტში 3:6;5:7 დამარცხდა.
ნიკამ თამაში ბრწყინვალედ დაიწყო და ბრეიქით 3:1 დაწინაურდა, მაგრამ ზედიზედ 5 გეიმი წააგო. მეორე ეტში კი, ნიკა 5:4-ს იგებდა და სეტზე აწვდიდა, მაგრამ სეტის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა ვერ მოახერხა და 5:7 წააგო.
გეტყვით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მადრიდის მასტერსის პირველ ეტაპზე იტალიელი ფაბიო ფონინი დაამარცხა.
მომდევნო ტურნირი, რომელზეც საქართველოს პირველი ჩოგანი ითამაშებს რომის მასტერსია, რომელიც 8 მაისს აიღებს სტარტს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings