საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე პირველი ეტაპი გადალახა. პირველ ეტაპზე მსოფლიოს 39-ე ჩოგანი ამერიკელ სებასტიან კორდას დაუპირისპირდა.
ბასილაშვილა თავიდანვე უდიდესი უპირატესობა მოიპოვა და პირველი სეტი 6:2 მოიგო. მეორე სეტი კი, ნიკას 2:1 მიყავდა, როდესაც ამერიკელმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა.
მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 145-ე ჩოგანი მაქსიმ კრესი იქნება, რომელმაც პირველ წრეში უდიდესი სენსაცია მოახდინა და კარენო-ბუსტა დაამარცხა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings