in

ესპანეთი, უკრაინა, ჩრ.მაკედონია-საქართველოს მეტოქეები მსოფლიოს შესარჩევში გაირკვა

დღეს, შვეიცარიაში, “პარტიკ ბაუმანის კალათბურთის სახლში” საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპული ზონის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც გაირკვა.

ილიას ზუროსის გუნდი G ჯგუფში მოხვდა, სადაც ესპანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და უკრაინას დაუპირისპირდება.

შესარჩევი ციკლი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ევროპაზე გათვალისწინებული 12 საგზურისთვის მეორე რაუნდიდან 32 ნაკრები, მათ შორის საქართველოც იბრძოლებს. მატჩები 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, ორ ჯგუფურ ეტაპად გაიმართება.

პირველ ეტაპზე 8 ოთხგუნდიანი ჯგუფია. თამაშები ორ წრედ (შინ და სტუმრად) გაიმართება და ამისთვის სამი ფანჯარაა გათვალისწინებული. ნაკრებებს ყოველ ფანჯარაში ორ-ორი მატჩის გამართვა მოუწევთ. თითოეული ჯგუფიდან ბრძოლას 3 საუკეთესო გააგრძელებს.

I ფანჯარა: 2021 წლის 22-30 ნოემბერი
II ფანჯარა: 2022 წლის  21 თებერვალი – 1 მარტი
III ფანჯარა: 2022 წლის 27 ივნისი – 5 ივლისი

24 ნაკრებს პირველ ჯგუფში ნაჩვენები შედეგები მეორეშიც გადმოჰყვება და შეიქმნება 4 ჯგუფი, თითოეულში 6 გუნდით. თუ FIBA-მ ფორმატი არ შეცვალა, A ჯგუფის სამეულს B ჯგუფის სამეული დაემატება, C ჯგუფის სამეულს – D ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეულს – F ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეულს – H ჯგუფის სამეული. გუნდები, რომლებიც მანამდე პირველ ჯგუფში ერთად გამოდიოდნენ, მეორეში ერთმანეთს აღარ ეთამაშებიან. ამრიგად, თითოეულ გუნდს სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს ორ-ორი თამშის (შინ და სტუმრად) ჩატარება.

მეორე ეტაპისთვისაც სამი ფანჯარაა გათვალისწინებული. ჯგუფების 3-3 საუკეთესო გუნდი, სულ 12 ევროპული ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის უფლებას მოიპოვებს.

IV ფანჯარა: 2022 წლის 22-30 აგვისტო
V ფანჯარა: 2022 წლის 7-15 ნოემბერი
VI ფანჯარა: 2023 წლის 20-28 თებერვალი

მსოფლიო ჩემპიონატი ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებზე 2023 წელს, 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მასში პლანეტის 32 საუკეთესო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. 

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველი ნინძა ისტორიას წერს: გიგა ჭიკაძე top 8-ში

ბასილას მეტოქე დანებდა: ამერიკის ღია პირველობაზე პირველი ეტაპი გადალახულია